კატეგორია: ოქროს ფონდი

დაუჯერეთ მიხეილ ჯავახიშვილს!

დაუჯერეთ მიხეილ ჯავახიშვილს!

მწერალ მიხეილ ჯავახიშვილს ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში აწუხებდა ის საკითხები, რომელიც ახლაც ყველაზე აქტუალურია: “მღვდელს რომ ჰკითხო, ის ქრისტეს მოციქულია ამ ქვეყნად.. ის ამბობს, ეკლესია და სარწმუნოება ხალხს სულიერ საზრდოს აძლევს და ამ ქვეყნად სიყვარულსა და ერთობას ქადაგებსო. ჩვენ კი ვამტკიცებთ, რომ ეხლანდელი ეკლესია და სამღვდელოება მთავრობის მოსამსახურეა და ყველაფერში ისე იქცევა, როგორც მთავრობა უბრძანებს. […]

ევგენი მიქელაძისა და ქეთევან ორახელაშვილის გამორჩეული ისტორია

ევგენი მიქელაძისა და ქეთევან ორახელაშვილის გამორჩეული ისტორია

დირიჟორ ევგენი მიქელაძისა და მისი ულამაზესი მეუღლის ქეთევან ორახელაშვილის ცხოვრებაში არის ერთ-ერთი ისტორია, რომელსაც საბედისწეროც შეიძლება ვუწოდოთ. ქეთევან ორახელაშვილი ამ ამბავს ყველაზე მძიმედ იგონებდა: “გამოვედით თეატრიდან. იმ ღამეს იმელის შენობას ხარაჩოებს ხსნიდნენ. – წამოდი, ვნახოთ რა, იმელი. – არა, ხვალ, – მიპასუხა. მე ვუთხარი: – თუ გვაქვს ეს ხვალ. აი, ეს სიტყვები ვთქვი უცნაურად, მართლაც, […]

მიხეილ და გეგა კობახიძეების საინტერესო ისტორია

მიხეილ და გეგა კობახიძეების საინტერესო ისტორია

მამა-შვილის მიხეილ და გეგა კობახიძეების ცხოვრებაში იყო ერთი საინტერესო ისტორია, რომელიც რეჟისორმა ქეთი დოლიძემ გაიხსენა: “მიშა კობახიძე! ჩემი ძვირფასი მეგობარი! გეგა, სულ პატარა, 3-4 წლის ხშირად ამოყავდათ მიშას და ნათელას ჩვენს აგარაკზე, წყნეთში! მამას ძალიან უყვარდა მიშა. გეგა მიადგებოდა სიკოს, ჩამოსწევდა შარვლის ტოტზე და ეუბნებოდა მამას: “გინო მინდა, გინო, გინო!!!!!” (ღვინო მინდაო) მოწრუპავდა და გადაიკისკისებდა…. […]

აი, მერაბ კოსტავას ანდერძი!

აი, მერაბ კოსტავას ანდერძი!

მერაბ კოსტავას ანდერძი მისმა თანამოაზრემ და თანამებრძოლმა ზვიად გამსახურდიამ მთაწმინდაზე დაკრძალვის დღეს გააჟღერა: “დასრულდა მოწამეობრივი გზა დიდი მამულიშვილისა, ჩვენი ძმის და მეგობრის, ყველა ქართველის საფიცარი მერაბ კოსტავასი. ჭეშმარიტად დიდია ღვაწლი, რომელიც მან დასდო საქართველოს თავისი თავდადებით, თავისი შემართებით, თავისი სიბრძნით, თავისი მაღალი ზნეობით, მაღალზნეობრივი მაგალითით. ძმანო, დღევანდელი დღე 9 აპრილის ტოლია. ღვთის დიდება გადმოვიდა საქართველოზე, […]

ოთო გურგენიშვილი – სხვისი სიცოცხლის გადარჩენას შეწირული პოეტი

ოთო გურგენიშვილი - სხვისი სიცოცხლის გადარჩენას შეწირული პოეტი

პოეტი ოთო გურგენიშვილი 21 წლის იყო, როდესაც თავისი სიცოცხლე სხვისი სიცოცხლის გადარჩენას შესწირა. ოთო რუსთავში გოგონასთან ერთად იდგა და გზაზე გადასვლას აპირებდა. სწორედ ამ დროს სამარშრუტო ტაქსიდან დედა-შვილი ჩამოვიდა, მათაც გზაზე გადასვლა სურდათ. სწორედ ამ დროს მათკენ დიდი სიჩქარით მომავალი მანქანა გამოჩნდა. პოეტმა მაშინვე ხელი ჰკრა ჯერ გოგონას, შემდეგ კი პატარა ბავშვს… სამწუხაროდ, ოთომ გზაზე […]

გია ყანჩელის სიმღერა გია დანელიას შესრულებით

გია ყანჩელის სიმღერა გია დანელიას შესრულებით

კომპოზიტორ გია ყანჩელის და რეჟისორ გია დანელიას შემოქმედება განუყოფელია – რეჟისორის თითქმის ყველა სიმღერაში სწორედ ყანჩელის მუსიკა ჟღერს. ალბათ ბევრმა არ იცის, რომ კომპოზიტორ გია ყანჩელის ერთ-ერთ სიმღერას რეჟისორი გია დანელია ასრულებს. რუსულენოვან სიმღერას “Людей теряют только раз” – “ადამიანებს კარგავენ მხოლოდ ერთხელ” რეჟისორი თავისივე ფილმისთვის “Слезы капали” – “ცრემლები ცვიოდა” ასრულებს.

საუკეთესო რჩევა ნოდარ დუმბაძისგან

საუკეთესო რჩევა ნოდარ დუმბაძისგან

ნოდარ დუმბაძის შემოქმედებისგან ადამიანური ღირებულებების და სწორად ცხოვრების შესწავლა შეიძლება. თითქოსდა იუმორისტულ ნაწარმოებებში იმხელა სიმართლეა, იმხელა სიყვარულია და იმხელა სითბოა, შეუძლებელია ეს ვინმეს შეუმჩნეველი დარჩეს. 56 წლის ასაკში გარდაცვლილი მწერალი თითოეულ ჩვენგანს სიყვარულისკენ მოუწოდებდა: “რადგან არ იცით, როდის მოვა სიკვდილი, დატოვეთ თქვენი წილი სიყვარული ამ ქვეყანაზე. დატოვეთ დღესვე, რადგან ხვალ შეიძლება გვიან იყოს. დატოვეთ თქვენი […]

შოთა ნიშნიანიძე აფხაზეთზე

პოეტი შოთა ნიშნიანიძე აფხაზეთის ომს უდიდესი გულისსტკივილით გამოეხმაურა და საგანგებო ლექსიც დაწერა: ,,შენ სულ აფხაზობ, რაც არსებობს ეს საქართველო…. მაშინ რად სწუხხარ? აგწეწია სული რაღაზე? ღმერთი და რჯული, საქართველო სანამ იქნება, შენ სულ აფხაზი იქნები და სულ იაფხაზებ. ბაგეზე ლოცვა შეჰყინვიათ ილორის ხატებს, და გმინვა მისი გარდიგარდმო ესმით მეზობლებს. აფხაზო კაცო, შენს დაწიხლულ, უიღბლო გამზრდელს— […]

ირაკლი ამირეჯიბი – სამშობლოს შეწირული ვაჟკაცი

ირაკლი ამირეჯიბი - სამშობლოს შეწირული ვაჟკაცი

მწერალ ჭაბუა ამირეჯიბის შვილი – ირაკლი ამირეჯიბი აფხაზეთის ომში დაიღუპა. როგორც ამბობენ, იგი უცნობი ადამიანების სიცოცხლეს შეეწირა. ირაკლიმ განსაცდელში ჩავარდნილები საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინა. მისი საბრძოლო ცხოვრებიდან ყველაზე ხშირად ერთ ეპიზოდს იხსენებენ: “ერთხელ, ირაკლი დაზვერვაზე ყოფნისას თავისიანებს რაციით გამოძახებაზე პასუხობდა. ლაპარაკში მოწინააღმდეგის მზვერავიც ჩაერთო, ალბათ იმ სასწაულებრივი მიზეზით, რომ ორივეს მედესანტეების საველე მეტსახელი ჰქონდა. ირაკლიმ […]

ანა კალანდაძე ქეთევან დედოფალზე

ანა კალანდაძე ქეთევან დედოფალზე

პოეტი ანა კალანდაძე შაჰ აბასის მიერ ნაწამებ ქეთევან დედოფალს ასეთ ლექსს უძღვნის: “რვალის ქვაბი მოეთრია ქონდაქარსა, ცეცხლს აგზნებდა კაცთა გრძნობის კონდაქარი… ზე მიჰქონდა, ღრუბლებისკენ ცეცხლი ქარსა, ქროდა ქარი… თეთრი ხელი გულზე ედო დედოფალსა, ტინად იდგა დედოფალი… თმა დაშლოდა, თავი ნაზად დაეხარა, სიკვდილის წინ ქართლის ვარდად გაეხარა… ლოცულობდა… როს ჩამოსწყდა ბაგეთ მისთა: „არასოდეს!“ დაფდაფებს ჰკრეს განარისხთა, […]