23 აპრილი, 2024

კონსტანტინე გამსახურდიას საოცარი წერილი

მწერალი კოსტანტინე გამსახურდია თავისი ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეპიზოდს დიდი სიყვარულით იხსენებდა:

“1919 წელს ბერლინის უნივერსიტეტში მასწავლიდა მთელს მსოფლიოში სახელგანთქმული ფილოლოგი ბარონ ფონ ლიხტენბერგი, ჟურნალ” მემნონის” რედაქტორი.

ერთხელ მან ხელიდან გამომართვა ჩემი ბლოკნოტი, რომელშიაც ლამაზი ხელით ჩაწერილი იყო ერთი ქართული ლექსი.

ხელნაწერი გულდასმით დაათვალიერა და მთხოვა სტამბურად ნაბეჭდი წიგნი მიმეტანა. ბოლოს მთხოვა – თავად დამეწერა რამე. ყოველი ასე დავუწერე ჩემთვის მისაწვდენი კალიგრაფიული ხელით.

სამი დღის მერე მეწვია და მთხოვა, ქართული ენა მესწავლებინა მისთვის, მხოლოდ ერთი პირობით, მე თავად ვივლიო გაკვეთილზეო.

“რას ბრძანებთ, ბატონო პროფესორო, მასწავლებელიც რომ არ ბრძანდებოდეთ ჩემი, მთელს მსოფლიოში სახელგანთქმული კაცი ხართ…”

ვერასგზით გადავარწმუნე და ეს სამოცდათხუთმეტი წლის მოხუცი ჩემთან დადიოდა და ენერგიულად სწავლობდა ქართულს.

სამი თვის შემდეგ ქართულად მომწერა პირდაპირ კალიგრაფიული ხელით დაწერილი ბარათი:

” ახლა უნდა მოგახსენოთ, ბატონო დოქტორო, მე დაუფლებული ვარ მსოფლიოს ბარე ოცდაოთხ ენას და ასეთი ლამაზი ასოები, ასეთი პრაქტიკული, ზუსტად გამომხატველი ყოველი ბგერისა, მე სხვა ალფაბეტში არ მეგულება….”