ჭდე: ლაშა ბაქრაძე

ცისფერყანწელები უმნიშვნელოვანეს გერმანულ გაზეთში

ცისფერყანწელები უმნიშვნელოვანეს გერმანულ გაზეთში

ყველაზე მნიშვნელოვან გერმანულ გაზეთში Frankfurter Allgemeine Zeitung-ში “ცისფერყანწელებზე” ლაშა ბაქრაძის სტატია გამოქვეყნდა. ლაშა ბაქრაძე: “ეს უთუოდ მეტყველებს გერმანიაში ქართული ლიტერატურისა და კულტურის მიმართ გაზრდილ ინტერესზე. არ მახსენდება არცერთი სტატია FAZ-ში ქართველი ავტორის მიერ დაწერილი ქართულ ლიტერატურაზე. თუ მეშლება, შემისწორეთ. ცოტა კი შეუკრეჭიათ ეს ჩემი სტატია. განსაკუთრებით შემეცოდა ბოლო აბზაცი, რომელიც სრულიად ამოიღეს – ციტატით გრიგოლ […]

“რატომ ხდება ასეთი ფაქტები?”

"რატომ ხდება ასეთი ფაქტები?"

პოეტი ზვიად რატიანი პოლიციამ დააკავა და სცემა. მომხდარს მისი კოლეგები და მეგობრები ეხმაურებიან და ძალადობას გმობენ. მარიამ წიკლაური, მწერალი: “დილით შევიტყვე პოეტ ზვიად რატიანის დაკავების ამბავი პოლიციის წუხანდელი რეიდის დროს. ამ მასალების გაცნობისას სოფელ ქისტაურში მომხდარი ამბავზე ინფორმაცასაც გადავეყარე – პოლიციის ჩხრეკის მსხვერპლია ახალგაზრდა ქალი. სახელმწიფო, თქვენ ვალდებული ხართ დაიცვათ მოქალაქეები და საზოგადოება თუ პირიქით, […]

დავით კაკაბაძის შედევრი საქართველოდან გატანას გადაურჩა

დავით კაკაბაძე - მხატვარი, რომელიც სამხატვრო აკადემიიდან გააგდეს

ქართველი მხატვრის დავით კაკაბაძის ნამუშევარი სახელწოდებით “ტერენტი გრანელი” საქართველოდან გატანას გადაურჩა. გიორგი კეკელიძე, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი: “ისევ გილოცავთ! ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმის კიდევ ერთი ფასდაუდებელი შენაძენი: დავით კაკაბიძის ნამუშევარი ,,ტერენტი გრანელი”, რომელიც მან პოეტს მიუძღვნა და ავტორისა და ტერენტის მინაწერებიც ამშვენებს, საქართველოში დარჩება. ერთი თვის წინ, ლიტერატურის მუზეუმის ხელმძღვანელმა, ლაშა ბაქრაძემ, მოგვმართა (რაც მრავალმხრივ დასაფასებელი […]

ილია ჭავჭავაძის წერილი, რომელიც პირველად ქვეყნდება

ილია ჭავჭავაძე ნაგავსაყრელზე

პოეტი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე ილია ჭავჭავაძე მთელი სიცოცხლის განმავლობაში ქართველი ხალხის ბედზე ფიქრობდა. ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული შემოქმედის ჩანაწერი, რომელიც ზაქარია ჭიჭინაძემ ჩაიწერა, ლიტერატურის მუზეუმის ხელმძღვანელი ლაშა ბაქრაძე აქვეყნებს: “ილია ჭავჭავაძე, საქართველოს რუსეთთან შეერთების 100 წლისთავის აღნიშვნაზე: მე კერძოდ წინააღმდეგი ვარ ასეთის დღესასწაულის გადახდის, 40 წლის განმავლობაში, მე სულ იმ აზრის ვიყავ, რომ საქართველოს […]

”კარგად ჩანს ქვეყანა საითაც მიდის”

"ყველას მოგმართავთ უმორჩილესი თხოვნით"

ლიტერატურის მუზეუმის ხელმძღვანელი ლაშა ბაქრაძე დღის მთავარ თემას – ქართველი ოლიმპიელების ჩაცმულობას ეხმაურება, რომელმაც საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. პუბლიცისტი და ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ ჩვენ ნამდვილად გვჭირდება სენსიტიური სპორტული ტანსაცმელი. ლაშა ბაქრაძე: “დიახ, ჩვენც გვჭირდება კულტურულად სენსიტიური სპორტული ტანსაცმელი. დიახ, კარგად ჩანს ჩვენი ოლიმპიელი სპორტსმენების ტანსაცმელში ქვეყანა საითაც მიდის, საითაც მიყავთ ვასაძეებს, ფეხებზე მკიდია ხაბელოვებს და […]

“ყველას მოგმართავთ უმორჩილესი თხოვნით”

"ყველას მოგმართავთ უმორჩილესი თხოვნით"

გიორგი ლეონიძის სახელობის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და საზოგადოების მაქსიმალურ ჩართულობას ითხოვს. საუბარია დავით კაკაბაძის დღემდე უცნობ ნამუშევარზე, რომელიც მხატვარმა ტერენტი გრანელს მიუძღვნა. ლაშა ბაქრაძე: “ყველას მოგმართავთ უმორჩილესი თხოვნით – გვჭირდება სპონსორი ან სპონსორები. ლიტერატურის მუზეუმში მოიტანეს დავით კაკაბაძის საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი ნამუშევარი, რომელიც მხატვარმა ტერენტი გრანელს მიუძღვნა. ამაზე მეტყველებს დავით […]