აკაკი ბაქრაძის უკანასკნელი ჩანაწერი

აკაკი ბაქრაძის უკანასკნელი ჩანაწერიხელოვნებათმცოდნის და პუბლიცისტის აკაკი ბაქრაძის უკანასკნელ ჩანაწერს მისი შვილი ლაშა ბაქრაძე აქვეყნებს:

“20 წლის წინ გარდაიცვალა მამაჩემი – აკაკი ბაქრაძე.

მის დღიურებში ბოლო ჩანაწერი – 1999 წლის 14 ოქტომბრით დათარიღებული – ტკივილით და იმედგაცრუებითაა აღსავსე:

1999. 14. X.

არსებობს შესაძლებლობის ზღვარი. მეტი უკვე შეუძლებელია. ეს კარგად ვლინდება სპორტში. სხვაგანაც. ქართველთა შესაძლებლობის ზღვარიც არსებობს. იმაზე მეტს საქართველო ვერ შესძლებს, რაც დღეს არის. რომელი პარტიაც უნდა იყოს ხელისუფლების სათავეში, რომელი პრეზიდენტიც უნდა მართავდეს ქვეყანას, უკეთესი საქართველო არ იქნება. ეს არის მისი შესაძლებლობის მაქსიმუმი. ქართული ბაქიაობა აქ საქმეს ვერ უშველის.

იმედი მაქვს, რომ ის შეცდა და ვიცი, რომ ყველაზე მეტად მას გაუხარდებოდა, ეს ასე რომ არ იყოს.”