აკაკი ბაქრაძის აკრძალული წიგნი საჯაროა

აკაკი ბაქრაძის აკრძალული წიგნი საჯაროაპუბლიცისტისა და კრიტიკოსის აკაკი ბაქრაძის აკრძალულიწიგნი საჯაროა.

ლაშა ბაქრაძე:

“29 მარტი მამაჩემის დაბადების დღეა.

გამოვეცით “მწერლობის მოთვინიერება”, თან 1983 წლის თავდაპირველი, არალეგალურად გავრცელებული ტექსტის მიხედვით – სადაც ყველა სახელი, რომელიც 1990 წლის გამოცემიდან ამოღებული იყო – ჩანს. (სხვა, 1990 წლის გამოცემისგან განსხვავებული ადგილები მითითებულია სქოლიოებში.)

მალე პრეზენტაცია გვექნება.”

ტექსტი აღდგენილია 1983 წლის თავდაპირველი, არალეგალურად გავრცელებული წიგნის მიხედვით. 1990 წლის ოფიციალური გამოცემისგან განსხვავებული ადგილები მითითებულია სქოლიოებში.

ავტორისგან:

“70-იანი წლების მეორე ნახევარში, უნივერსიტეტში ლექციებს ვკითხულობდი. 1983 წელს გადავწყვიტე, ამ ლექციების საფუძველზე წიგნი დამეწერა. იგი კარგად მოზრდილი გამოვიდა, სახელად “მწერლობის მოთვინიერება” დავარქვი. მაშინ, რა თქმა უნდა, ამ წიგნის დაბეჭდვაზე ფიქრიც კი ზედმეტი იყო, მაგრამ ხელნაწერი მაინც წაიკითხა ზოგიერთმა (ნინო ადამიამ, მიხეილ ანთაძემ, ამირან გომართელმა, ლეილა ნანიტაშვილმა, ალექსანდრე პაპავამ, ნოდარ წულეისკირმა და სხვამ.)

როცა “მწერლობის მოთვინიერებას” ვწერდი, მიზნად არ მქონია ვინმეს საყვედური-დამუნათება. არ მქონია იმიტომ, რომ არ ვიცი, თავად როგორ მოვიქცეოდი, იმათ მდგომარეობაში რომ ჩავვარდნილიყავი. წინასწარ არავინ უწყის, ვინ რას ჩაიდენს, როცა ყურში ნემსს გაუყრიან, როცა ივის (სასქესო ორგანოები – საბა) მოაგლეჯენ, როცა ფეხებით თავდაყირა დაკიდებენ, როცა რკინის კეტებით ძვლებს დაუმტვრევენ, როცა ბოთლზე დასვამენ და კიდევ ვინ იცის, რა წამებას მიაყენებენ… თუ ყველაფერი ეს გადაგიტანია და არ გატეხილხარ, მაშინ გაქვს უფლება, შეხედო სხვას საყვედურიანი და მპატიებელი თვალებით, მაგრამ, როცა არაფერი გემუქრება და თბილ ლოგინში არხეინად ნებივრობ, მაშინ იოლია სხვათა განკითხვა და პატიოსნების თამაში.

მე უბრალოდ მინდოდა, საბუთების მოშველიებით დროის სურათი დამეხატა და ამ დროში განწირული ადამიანი (განსაკუთრებით, მწერალი).

“მწერლობის მოთვინიერების” გამოცემა დღეს შესაძლებელია. მართალია, ზოგიერთ მკითხველს შეიძლება წიგნი მოძველებულად მოეჩვენოს, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ბევრი რამ სწორედ ისე მოხდა, როგორც ვვარაუდობდი.”

აკაკი ბაქრაძის აკრძალული წიგნი საჯაროა