11 ივლისი, 2019

“რუსეთის ვოჟდს ცხვირში ააფარეთ ეს რუკა!”

"რუსეთის ვოჟდს ცხვირში ააფარეთ ეს რუკა!"ლიტერატურის მუზეუმის ხელმძღვანელი ურჩევს ყველას რუსეთის ვოჟდს ცხვირში ააფარონ რუკა, რომელიც სავარაუდოდ პეტრე პირველის დაკვეთით არის შესრულებული:

“ამ უბირ რუსეთის ვოჟდს ცხვირში ააფარეთ ეს რუკა – პეტრე პირველის (სავარაუდოდ) დაკვეთით შესრულებული, სადაც პუტინისთვის არარსებული საქართველო – რუსულენოვან რუკაზე გეორგიად წოდებული მშვენივრად ჩანს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქრთველოზე გადაწერილი.

ამიტომ არის საჩქაროდ გამოსაცემი ჩემი წიგნი რუკებზე.

დაახლოებით 1723 წელს გიომ დელისლის აზიის რუკის მიხედვით შექმნილი (მეთვრამეტე საუკუნეში ჯერ კიდევ რუსი კარტოგრაფები ვერ უხატავდნენ რუკებს იმპერატორებს და უცხოელები ჩამოყავდათ, რომ რუკაზე დაენახათ რამხელა იმპერია ჰქონდათ).

…რაც აფხაზეთს შეეხება – ნაწილი არაა მართლაც საზღვრებს შიგნით, მაგრამ რა საზღვრებია ეს? ოსმალეთის და ირანის. აფხაზეთი არ იყო ამ დროს ოსმალეთის გავლენის ქვეშ. მეორე საკითხია, რასაკვირველია, რამდენად იყო ეს ტერიტორია ეთნიკურად და კულტურულად ქართული ამ დროს.”