27 მაისი, 2023

ლაშა ბაქრაძე გერმანულ სერიალში

lasha-baqrsd.jpgლიტერატურათმცოდნეს, გერმანისტსა და ისტორიკოსს ლაშა ბაქრაძეს პოპულარულ გერმანულ დეტექტიურ სერიალში “Tatort” – “დანაშაულის ადგილი” იღებენ:

“ვინც გერმანულ ტელევიზიას იცნობს – შეუძლებელია, არ იცნობდეს დეტექტიურ სერიალს Tatort (დანაშაულის ადგილი), რომელიც 1970 წლიდან გადის გერმანულენოვან არხებზე.

ეს სერიალი, ალბათ ყველაზე პოპულარულია გერმანიაში. იყო დრო, როცა ქუჩები ცარიელდებოდა, როცა “ტატორტ” გადიოდა და ფეხბურთის ტრანსლაციებს უწევდა კონკურენციას.

დღესაც, როცა ტელევიზიას დიდი კონკურენცია გამოუჩნდა და იმდენი ხალხი აღარ უყურებს, როგორც წინათ – “ტატორტს” საშუალოდ 10 მილიონამდე მაყურებელი ჰყავს.

აი ამ სერიალში, მხვდა წილად მონაწილეობა – კერძოდ კი, ვენის “ტატორტში”, მაფიის ბოსის როლში – ცნობილ ავსტრიელ გამომძიებლებთან, მორიც აიზნერთან/Moritz Eisner (Harald Krassnitzer) და ბიბი ფელნერთან/Bibi Fellner (Adele Neuhauser) ერთად.

პრემიერა შედგება ორშაბათს, 20.15 გერმანიის პირველ არხზე (ARD), ავსტრიის ტელევიზიაში (ORF) და შვეიცარიის ტელევიზიაში (SRF, 20.05-ზე).