11 ივნისი, 2020

ძალიან საინტერესო ისტორია ლაშა ბაქრაძისგან

ძალიან საინტერესო ისტორია ლაშა ბაქრაძისგანლიტერატურული მუზეუმის ხელმძღვანელი ლაშა ბაქრაძე საზოგადოებას ძალიან საინტერესო ისტორიას უზიარებს:

“ძალიან საინტერესოა, რომ ქართული განათლება მიღებული საზოგადოების დიდი ნაწილი სრულ იდენტფიცირებას ახერხებს დასავლეთთან, იმდენად რომ მათ “დანაშაულებსაც” კი თავისად მიიჩნევს – საკუთარ თავს კოლონიალისტად, იმპერიალისტად, თეთრ “ღორ” რასისტებად ხედავს ისტორიულ ჭრილშიც – ეს სხვისი ტვინით აზროვნების მცდელობა ალბათ სწორედ ჩვენი საუკუნოვანი კოლონიური აზროვნების შედეგია.

არადა საქართველო დავით-თამარის მოკლე პერიოდის გარდა, თითქმის სულ სხვისი კოლონია იყო, ქართველები კი მონებად იყიდებოდნენ აღმოსავლეთის ბაზრებზე.

“ტყვეთა სყიდვით” საქართველომ წარმოუდგენლად უფრო მეტი ადამიანი დაკარგა, ვიდრე ყველა ომში ერთად აღებული.

ის რომ ქართული არისტოკრატია მონათა ვაჭრობით საუკუნეების განმავლობაში ხელს ითბობდა და საერთოდ ეს გახადა შემოსავლის მთავარ წყაროდ – ჩვენი ისტორიის ალბათ ყველაზე სამარცხვინო ნაწილია.

მონათვაჭრობის ისტორია საქართველოში შეუსწავლელია. მე რომ რაიმე გავლენა მქონდეს ისტორიული კვლევების დაფინანსებაზე – ამ უაღრესოდ უსიამოვნო თემის კვლევას შევუწყობდი ხელს, სხვა პრიორიტეტულ თემებთან ერთად.

ჩვენ არ ვართ ზანგების ტრაგედიაში რაიმენაირად დამნაშავენი იმის გამო, რომ თეთრები ვართ – პირიქით ჩვენი წინაპრები იყვნენ თეთრი მონები და ვინც ზანგს მონის სინონიმად მიიჩნევს შეუძლია თქვას – თეთრი ზანგები, ჩვენი წინაპრების სისხლით და ოფლითაა მორწყული მთელი აღმოსავლეთი, მაშრიყი და მაღრიბი, ირანი და თურანი.

ისე კი, დასავლეთშიც ეუხერხულებათ, თეთრი მონობის (წჰიტე სლავერყ) დიდი კვლევა, ის შეუდარებლად ნაკლებადაა გამოკვლეული ვიდრე შავი.

არა მარტო კავკასიიდან და ბალკანეთიდან წაყვანილი თეთრი მონებით იყო სავსე ბაზრები, არამედ დასავლეთ ევროპელებითაც.

მაგ. ბერბერები და არაბები ალჟირიდან, ტუნისიდან და ტრიპოლიტანიიდან XVI—XVIII აყაჩაღ-ამეკობრებდენენ მთელი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებს და ქრისტიანი მონები მიჰყავდათ აფრიკაში.

საილუსტრაციოდ შემეძლო დამედო მშვენიერი ორიენტალისტური ნახატი, სადაც ლამაზი, ფითქინა, შიშველი გოგოა გამოსახული აღმოსავლურ ბაზარზე, მაგრამ კლდემამოსილი ფბ მალევე წაშლიდა ამ ზეკორექტულ, ცენზურით აღსავსე ეპოქაში ც ამიტომ სერ უილიამ ალენის ნახატი კონსტანტინოპოლის მონათა ბაზარი, სადაც კავკასიელი (ან სულაც ქართველი) მხედარია გამოსახული – ალბათ, თავისივე თანასოფლელები ან იქნებ, ნათესავები ან მტრის ოჯახი, რომ წაასხა მონებად სტამბოლს და ზანგი, ალბათ, თვითონ ოდესღაც მონა, ახლა კი თვითონ მონათვაჭარი. 1838 წელი.”

ძალიან საინტერესო ისტორია ლაშა ბაქრაძისგან