ჭდე: დიმიტრი ხვთისიაშვილი

ჯილდოების ცვენა მოზარდ მაყურებელთა თეატრში

ჯილდოების ცვენა მოზარდ მაყურებელთა თეატრში

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრმა დაარსებიდან 90 წლის იუბილე იზეიმა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლების შოუ ქეისი გაიმართა, რომელსაც საზღვარაგარეთიდან ჩამოსული პროდიუსერები, სამხატვრო ხელმძღვანელები და დირექტორები დაესწრნენ. შოუ ქეისზე წარმოდგენილი იყო მოზარდ მაყურებელთა თეატრის 10 სპექტაკლი. საიუბილეო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში ჩამოვიდნენ სტუმრები გერმანიიდან, ისრაელიდან, ინდოეთიდან, სლოვაკეთიდან, პოლონეთიდან, ბელორუსიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, უნგრეთიდან […]

მოზარდ მაყურებელთა თეატრი 90 წლისაა

მოზარდ მაყურებელთა თეატრი 90 წლისაა

მოზარდ მაყურებელთა თეატრი 90 წლისაა. ეს საიუბილეო თარიღი ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრს 18 აპრილს უსრულდება. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით 14-18 აპრილის ჩათვლით გაიმართება მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლების შოუ ქეისი, რომელთაც საზღვარაგარეთიდან ჩამოსული პროდიუსერები, სამხატვრო ხელმძღვანელები და დირექტორები დაესწრებიან. შოუ ქეისზე წარმოდგენილი იქნება მოზარდ მაყურებელთა თეატრის 10 სპექტაკლი: „აურზაური არაფრის გამო“ (რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი), […]

მოზარდ მაყურებელთა თეატრი სერბეთში მიემგზავრება

მოზარდ მაყურებელთა თეატრი

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი სერბეთში გასტროლზე მიემგზავრება. 9-19 მარტის ჩათვლით სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში, მე-17 საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „სლავია“ გაიმართება. საერთაშორისო ფესტივალს 9 მარტს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის სპექტაკლი „აურზაური არაფრის გამო“ გახსნის, რომლის რეჟისორიც დიმიტრი ხვთისიაშვილია. ფესტივალი საკონკურსო ხასიათისაა და საქართველოს გარდა მასში მონაწილეობენ: გერმანიის, ეგვიპტის, ირანის, ალჟირის, მონტენეგროს, რუსეთის, […]

მოზარდ მაყურებელთა თეატრის უდიდესი წარმატება იაპონიაში

რწყილი და ჭიანჭველა

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრს იაპონიის საერთაშორისო საბავშვო სპექტაკლების ფესტივალზე უდიდესი წარმატება ხვდა წილად. ქართული დრამატული თეატრი იაპონიას ბოლოს გასული საუკუნის 90-იან წლებში სტუმრობდა. 27-წლიანი პაუზის შემდეგ, მოზარდ მაყურებელთა თეატრის დასი იაპონიის რამდენიმე ქალაქში მიიწვიეს. საბედნიეროდ, ქართულმა წარმოდგენამ დიდი აღიარება მოიპოვა. 16-26 თებერვლამდე იაპონიაში, კერძოდ ნაგოიასა და ტოკიოში საერთაშორისო საბავშვო ფესტივალი ჩატარდა, რომელიც […]

თოჯინებისა და მსახიობების სინთეზი მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე

მოზარდ მაყურებელთა თეატრი

მოზარდ მაყურებელთა თეატრი სულ პატარა მაყურებელს „რწყილი და ჭიანჭველას“ პრემიერას უმზადებს. ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნიმუშის ინსცენირების ავტორი დიმიტრი ხვთისიაშვილია. პატარა მაყურებლს რწყილისა და ჭიანჭველას თავგანწირული მეგობრობის ამბავს თოჯინებთან ერთად მსახიობები მოუყვებიან. მსახიობებისა და თოჯინების სინთეზს კიდევ უფრო გაამდიდრებს სპექტაკლში გამოყენებული ქართული ფოლკლორი, ცეკვები და ქალაქური სიმღერები. სპექტაკლს ორი რეჟისორი ჰყავს – დიმიტრი […]

აბრეკ ფხალაძე: “სიცოცხლე ერთია და მაქსიმალურად გამოვიყენოთ ყოველი წუთი…”

97 წლის ასაკში თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი აბრეკ ფხალაძე გარდაიცვალა. ინფორმაცია თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა გაავრცელა: “ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ 97 წლის ასაკში გარდაიცვალა თეატრის ყოფილი წამყვანი არტისტი, თეატრისა და კინოს ცნობილი მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი აბრეკ ფხალაძე და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს.” მსახიობი გია ჯაჯანიძემ თავის […]

ჯადოსნური ზღაპარი მოზარდ მაყურებელთა თეატრში

27 დეკემბრიდან 15 იანვრამდე, მოზარდ მაყურებელთა თეატრის მცირე სცენაზე, რუსულენოვანი მაყურებლისთვის წარმოდგენილი იქნება ჯადოსნური ზღაპარი – „საახალწლო ფანტაზია“. პატარა მაყურებელს თოვლის ბაბუასთან ერთად, ბავშვების საყვარელი ზღაპრების გმირებიც შეხვდებიან გერდა, კაი, თოვლის დედოფალი, ტყის ელფები. დადგმის ხელმძღვანელი რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილია. ინსცენირების ავტორი და დამდგმელი რეჟისორი კი გიორგი შენგელაია. სპექტაკლში მონაწილეობენ ნინო მუმლაძე, ედმონ გაბედავა, რამონა მიქელაძე, […]

უმაღლესი ჯილდო თენგიზ არჩვაძეს

ქართული კინოსა და თეატრის ნამდვილ ვარსკვლავს თენგიზ არჩვაძეს 85 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ხელოვანს დაუვიწყარი საღამო მოუწყვეს. მისი სიხარული ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა, კოლეგებმა და რიგითმა მაყურებლებმა გაიზიარეს. ხელოვნების სასახლეში საქართველოს სახალხო არტისტის, სახელმწიფო და რუსთაველის პრემიების ლაურეატისადმი მიძღვნილი წიგნის “სახალხო არტისტი თენგიზ არჩვაძე” პრეზენტაცია მოეწყო. წიგნის ავტორი რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილია და მასში იუბილარი მსახიობის […]

ლეილა ძიგრაშვილს ვერიკო ანჯაფარიძის პრემია მიენიჭა

91 წლის მსახიობს ლეილა ძიგრაშვილს ლეგენდარული ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემია მიენიჭა. ინფორმაცია თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა გაავრცელა: “ამ შესანიშნავ ქალბატონს, მსახიობ ლეილა ძიგრაშვილს მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე 2016-2017 წლებში ჩატარებული ლიტერატურული საღამოებისათვის დღეს მიენიჭა ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემია!!!”

არტურ მილერის გახმაურებული პიესა მოზარდ მაყურებელთა თეატრში

კუდიანებზე ნადირობა მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე იწყება. უფროსი ასაკის მაყურებელს მოზარდ მაყურებელთა თეატრი არტურ მილერის გახმაურებული პიესის „სეილემის პროცესის“ ადაპტირებულ სცენურ ვერსიას სთავაზობს. ისტორიული დრამის პრემიერა 5 და 6 ოქტომბერს, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართული პროგრამის ფარგლებში შედგება. დასაწყისი 19:00 საათზე. საგულისხმოა, რომ პრემიერის დღეებში სპექტაკლი წარმოდგენილი იქნება ინგლისური სუბტიტრებით. პრემიერას უცხოელი კრიტიკოსებიც დაესწერებიან. სპექტაკლში, […]

გვერდი 1 - 512345