ალადინი – განსხვავებული საახალწლო სპექტაკლი

ალადინი - განსხვავებული საახალწლო სპექტაკლი ალადინი პატარების გამორჩეულად საყვარელი ზღაპარია. ალადინის და ლამპრის ბინადარი ჯინის თავგადასავალი გულგრილს არც უფროსებს ტოვებს.

26 დეკემბრიდან ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი განსხვავებულ საახალწლო სპექტაკლზე გეპატიჟებათ, რომელიც გამორჩეულია ყველა იმ წარმოდგენისგან, რაც აქამდე გინახავთ.
პიესის სახით „ალადინი – მუსიკალური კომედია ჯადოსნურ ლამპარზე და არა მარტო მასზე…“ პირველად ითარგმნა ქართულ ენაზე.

სპეციალურად მიუზიკლისთვის თავიდან შეიქმნა ინსცენირება და არანჟირებები, რომლებიც პროექტის ავტორსა და ჯინის როლის შემსრულებელს მსახიობ ლევან გვაზავას ეკუთვნის. მიუზიკლში გამოყენებულია ის მუსიკალური თემები, რომლებიც ქართველი მსმენელისთვის ჯერჯერობით უცნობია.

უჩვეულო სცენოგრაფია, ცოცხალი შესრულება, ულამაზესი კოსტიუმები, შთამბეჭდავი ქორეოგრაფია – ეს ყოველივე ქმნის დაუვიწაყარ სანახაობას.

„ალადინის“ დამდგმელი რეჟისორია დიმიტრი ხვთისიაშვილი, დამდგმელი მხატვარი – ნინო კიტია, ქორეოგრაფი – დავით მეტრეველი, ქორმაისტერი – ალექსანდრა ლორთიქფანიძე, ვიდეო ინსტალაცია – ლევან გვაზავასი.

სპექტაკლი განხორციელდა ქალაქ თბილისის მერიის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მხარდაჭერით.

სპექტაკლში მონაწილეობენ: ნინო არჩაია, ანა ზამბახიძე, რამონა მიქელაძე, ანი მღებრიშვილი, თამარ ტყემალაძე, სოფიო ფერაძე, ეკატერინე შარიქაძე, ქეთი ჩაჩუა, მარიამ ჩუხრუკიძე, თამარ ცქვიტინიძე, მარიამ ხუხუნაიშვილი, თეკლა ჯავახაძე, ზურაბ ავსაჯანიშვილი, ედმონ გაბედავა, ბადრი გვაზავა, ლევან გვაზავა, დიმიტრი თარბაია, გიორგი კაჭახიძე, ნიკა ნანიტაშვილი, დევი რეხვიაშვილი, არჩილ სულაქველიძე, ნიკოლოზ ფაიქრიძე, გიორგი შავგულიძე და გიორგი ჯიქურიძე.