10 სექტემბერი, 2019

მოზარდ მაყურებელთა თეატრის „მგზავრის წერილები“ ზუგდიდში

მოზარდ მაყურებელთა თეატრის „მგზავრის წერილები“ ზუგდიდშინოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი ჩაერთო პროექტში „კულტურა საზღვრებს გარეშე“.

თეატრი 13 სექტემბერს 19 საათზე ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის და აფხაზეთიდან დევნილებისთვის გამართავს წარმოდგენას „მგზავრის წერილები“. სპექტაკლის რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილია.

გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის მიერ ინიცირებული პროექტი ხორციელდება საქართველოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით. პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია რიგი ღონისძიებების გამართვა შიდა ქართლისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში.

პროექტის მიზანია გამყოფი ხაზის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის, მათ შორის დევნილების, ქვეყანაში მიმდინარე კულტურულ-საგანმანათლებლო პროცესებში ჩართულობის ხელშეწყობა, ახალგაზრდების ინფორმირებულობა და სახელოვნებო განათლების დონის ამაღლება, შემოქმედებითი უნარების განვითარება.

ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.