მოზარდ მაყურებელთა თეატრის გამარჯვება ზაგრებში

მოზარდ მაყურებელთა თეატრის გამარჯვება ზაგრებშინოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრმა ხორვატიის ქალაქ ზაგრებში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე გამარჯვება მოიპოვა.

24-28 აპრილის ჩათვლით ზაგრებში ბავშვთა პროფესიული თეატრების საუკეთესო სპექტაკლების 19-ე საერთაშორისო თეატრალური Naj, Naj, Naj ფესტივალი გაიმართა.

თეატრალურ ფესტივალზე ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრმა წარმოადგინა სპექტაკლი „რწყილი და ჭიანჭველა“, რომლის რეჟისორებიც დიმიტრი ხვთისიაშვილი და გია მარღანია არიან.

საერთაშორისო ჟიურიმ საუკეთესო მამაკაცი მსახიობის პრემია მსახიობ ნიკოლოზ ნანიტაშვილს მიანიჭა.