დიმიტრი ხვთისიაშვილის სპექტაკლი სომხეთის საერთაშორისო ფესტივალზე

დიმიტრი ხვთისიაშვილის სპექტაკლი სომხეთის საერთაშორისო ფესტივალზე რეჟისორ დიმიტრი ხვთისიაშვილის მონო სპექტაკლი “ღამე და თუთიყუში” სომხეთში იქნება წარმოდგენილი.

4 მაისს, ერევანში, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი მონო სპექტაკლების საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში „არმმონო“ მონაწილეობას მიიღებს დიმიტრი ხვთისიაშვილის სპექტაკლით „ღამე და თუთიყუში”, რომელშიც ნიკოლოზ ფაიქრიძე მონაწილეობს.