მინსკის მოზარდ მაყურებელთა თეატრი „მე ვხედავ მზეს“ ითამაშებს

მინსკის მოზარდ მაყურებელთა თეატრი „მე ვხედავ მზეს“ ითამაშებსმინსკის მოზარდ მაყურებელთა თეატრი თბილისში ჩამოვა. თეატრალური დასი წარმოადგენს რეჟისორ დიმიტრი ხვთისიაშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლს “მე ვხედავ მზეს”, რომელიც რეჟისორმა ნოდარ დუმბაძის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით დადგა.

სპექტაკლი თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში 2 ოქტომბერს იქნება წარმოდგენილი.

მინსკის მოზარდ მაყურებელთა თეატრის დასს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის დიდი სცენა უმასპინძლებს.

ფესტივალის ქართულ შოუ ქეისში მოზარდ მაყურებელთა თეატრი ითამაშებს სპექტაკლებს „ოდისეა“ და „ქარიშხალი“.

3 ოქტომბერს მინსკში დადგმული „მე ვხედავ მზეს“ წარმოდგენილი იქნება ახალციხეში, სადაც ქართული დრამატურგიის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიმართება. 6 ოქტომბერს კი ამავე ფესტივალის ფარგლებში უჩვენებენ მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლებს „ოდისეა“ და „სიმარტოვე“.

მინსკის მოზარდ მაყურებელთა თეატრი „მე ვხედავ მზეს“ ითამაშებს