კატეგორია: კინო

ქართული ფილმები აზიის ოსკარზე

აზიის ოსკარად წოდებულ დაჯილდოებაზე საქართველოდან ორი ფილმია წარდგენილი – ანა ურუშაძის “საშიში დედა” და მარიამ ხაჭვანის “დედე”. ეს კიდევ კარგი მაგალითია იმისა, თუ რამდენად ეხმარება ფილმები ქვეყნის კულტურის პოპულარიზაციას და რამდენად მნიშვნელოვანია ტურისტული კუთხით. საქართველო აზიის ოსკარის დაჯილდოებაზე 4 ნომინაციით წარდგება. ანა ურუშაძის “საშიში დედა” წარდგენილია ნომინაციებში: სარეჟისორო მიღწევა – ანა ურუშაძე. საოპერატორო მიღწევა – […]

“ჯიბის კაცი” გამარჯვებულია

ანა ჩუბინიძის ანიმაციურმა ფილმმა “ჯიბის კაცი” კანადაში ახალი ჯილდო მოიპოვა! ის საუკეთესო საბავშვო ფილმად დასახელდა Rimouski Film Carrousel-ის ფესტივალის ჟიურის მიერ! ანიმაციამ რუსული ფესტივალის “კროკის” ჟიურისგან კი დაიმსახურა ასეთი შეფასება და ჯილდო: “ფილმმა შეგვახსენა რომ მეგობრობამ დიდი და პატარა არ იცის”. “ჯიბის კაცმა” 88 საერთაშორისო კინოფესტივალი მოიარა და საფესტივალო ცხოვრებას დიდი წარმატებით აგრძელებს.

სერგო ფარაჯანოვი საუკეთესო რეჟისორად დაასახელეს

ცნობილი რეჟისორი სერგო ფარაჯანოვი ბრიტანულმა გამოცემამ Varsity საუკეთესო რეჟისორად დაასახელა. გამოცემამ მოამზადა სტატია, სადაც საუბარია ულამაზეს ფილმებზე, რომელთა სიუჟეტებიც არა მარტო უბრალო კადრებია ფილმებიდან, არამედ ვიზუალურ პოეზიას უტოლდება. წერილში სერგო ფარაჯანოვი ლირიული კინოს ფუძემდებლად არის დასახელებული. რეჟისორის მიერ სოციალური რეალიზმის უარყოფამ გამოიწვია ის, რომ სერგო ფარაჯანოვის ფილმები აკრძალეს. ჟურნალისტი არ მალავს, რომ რეჟისორის შემოქმედებიდან ორი […]

ოქროს მედალი ქართული ფილმს მანჰეტენის კინოფესტივალზე

მაჰეტენის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული ქართული ფილმი “8 წუთი” გახდა. ფილმმა ყოველწლიური კინოფესტივალის მთავარი პრიზი ოქროს მედალი მოიგო. აპოკალიფსური შინაარსის ფილმის რეჟისორები გიორგი გოგიჩაიშვილი და დავით აბრამიშვილი არიან. ფილმში მთავარ როლებს სლავა ნათენაძე, ანი ბებია და გიორგი შარვაშიძე ასრულებენ. გიორგი გოგიჩაიშვილისა და დავით აბრამიშვილის ფილმმა გამარჯვება ერთი კვირის წინ ავსტრალიაში სიდნეის ინდი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზეც მოიპოვა, […]

მამუკა ლორია საუკეთესო მსახიობად დაასახელეს

რუსთაველის თეატრის მსახიობი მამუკა ლორია მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლად დაასახელეს. ეს სასიხარულო ინფორმაცია მსახიობმა მიშა გომიაშვილმა გაავრცელა. მამუკა ლორიას წარმატება ფილმმა “მან თქვა დედა” მოუტანა, რომლის რეჟისორიც და სცენარისტიც არსენ აგაჯანიანია. ფილმში მამუკა ლორიასთან ერთად მონაწილეობენ ცნობილი ქართველი მსახიობები მიშა გომიაშვილი, სოსო ლაღიძე, თამარ მაყაშვილი, მზია არაბული, ლუკა თარხან-მოურავი, გია კორკოტაშვილი. ”არტინფო” გთავაზობთ ფილმის ტრეილერს:

გინახავთ “ვეფხისტყაოსნის” მიხედვით გადაღებული ერთადერთი ფილმი?

ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია კოტე მიქაბერიძის მიერ შექმნილი ფილმის ნაწყვეტს ავრცელებს. ფილმს “ქაჯეთი” ეწოდება და ის ერთადერთი ფილმია, რომელიც “ვეფხისტყაოსნის” მიხედვით გადაიღო. გიორგი კალანდია: “გინახავთ?! ალბათ არა! ეს არის ფრაგმენტი “ვეფხისტყაოსნის” მიხედვით გადაღებული იმ ერთადერთი ფილმიდან, რომელიც რეჟისორმა კოტე მიქაბერიძემ შექმნა. ფილმს ეწოდება “ქაჯეთი”. იგი მოიპოვა და საქართველოში ჩამოიტანა მკვლევარმა, გამოცემელმა, კინომცოდნე სოსო დუმბაძემ, […]

ელდარ შენგელაიას ფილმი ილია ჭავჭავაძეზე

რეჟისორ ელდარ შენგელაიას ილია ჭავჭავაძეზე ფილმის გადაღება აქვს გადაწყვეტილი. 84 წლის რეჟისორი პოეტის, მწერლისა და საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერზე მხატვრულ ფილმზე იმუშავებს. ფილმისთვის სცენარის დაწერა რეჟისორმა თამაზ ტყემალაძეს სთხოვა: “ბატონი ელდარ შენგელაია აპირებს ილია ჭავჭავაძეზე მხატვრული ფილმის გადაღებას… სურს, რომ სცენარი დავწერო… დამლოცეთ, განვიცდი ფრიად.”

7 ნომინაციაში წარდგენილი ქართული ფილმი გამარჯვებულია

ავსტრალიაში, სიდნეის ინდი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მონაწილე ფილმებიდან გამარჯვებული ქართული ფილმი “8 წუთი” გახდა. გიორგი გოგიჩაიშვილისა და დათო აბრამიშვილის ფილმი კინოფესტივალზე 7 ნომინაციაში იყო წარდგენილი. ფესტივალის ჟიურის გადაწყვეტილებით, ფილმი საუკეთესო სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმის ტიტულის მფლობელი გახდა. “8 წუთი” პირველი ქართული აპოკალიფსური ფილმია სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში. შემოქმედებითი ჯგუფის სადებიუტო პროექტი წარმატებული გამოდგა და მსოფლიოს […]

ოქროს ვარსკვლავი ანა ურუშაძეს

ახალგაზრდა რეჟისორის ანა ურუშაძის სადებიუტო ფილმს “საშიში დედა” კიდევ ერთი ჯილდო მიენიჭა. ეგვიპტეში, ელ გუნას საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა, სადაც საუკეთესოდ ქართველი რეჟისორის  ნამუშევარი დასახელდა. ეს სასიხარულო ინფორმაცია მსახიობმა ნიკა თავაძემ გაავრცელა: “ანა ურუშაძის ფილმს ,,საშიში დედა” El Gouna Film Festival-ზე მთავარი პრიზი, ოქროს ვარსკვლავი მიენიჭა! გ ი ლ ო ც ა […]

“წვალებამ ფილმ “შვიდკაცას” დამთავრებისთვის სასამართლომდე მიმიყვანა”

– აცხადებს რეჟისორის სოსო ჩხაიძის მეუღლე ნანა ზურაბიშვილი: “მოკლედ, ასეთი “სასიხარულო” ამბავი უნდა გაცნობოთ… მთელმა ჩემმა დიდმა წვალებამ და ჯაფამ, რომელიც 25 წლის მანძილზე სოსო ჩხაიძის (ჩემი მეუღლის) ფილმის “შვიდკაცას” დასამთავრებლად გავწიე, სასამართლომდე მიმიყვანა. საზოგადოებრივი მაუწყებელი აპირებს სასამართლოში ჩივილს, მე უნდა მიჩივლონ… ტენდერი ჩაატარეს, ისე ფულს ვერ მოგცემთო, და გაიმარჯვა (თუ გაამარჯვებინეს) ვიღაც სრულიად გაუგებარმა […]