ჭდე: რეზო თაბუკაშვილი

დავით გარეჯის დოკუმენტი რეზო თაბუკაშვილის არქივიდან

დავით გარეჯის დოკუმენტი რეზო თაბუკაშვილის არქივიდან

ალბათ ბევრმა არ იცის, რომ რეჟისორისა და მწერლის რეზო თაბუკაშვილის არქივში დავით გარეჯის დოკუმენტი ინახება. გასული საუკუნის 80-იანი წლების დოკუმენტს ლიტერატურის მუზეუმის ხელმძღვანელი ლაშა ბაქრაძე აქვეყნებს: “დავით გარეჯის რაიონში საქართველო აზერბაიჯანის საზღვრის ცვლილების პროექტი. (სამსახურეობრივი მოხმარებისათვის). ქსეროასლი. (რეზო თაბუკაშვილის არქივი.) გასული საუკუნის 80იანი წლები. საბჭოთა დროსაც ეს პრობლემა იდგა და ვერ მოგვარდა დღემდე. არც კი […]

ეძღვნებათ მედეა ჯაფარიძეს და რეზო თაბუკაშვილს

ეძღვნებათ მედეა ჯაფარიძეს და რეზო თაბუკაშვილს

მედეა ჯაფარიძეს და რეზო თაბუკაშვილს მათმა შვილმა, მწერალმა და დარამტურგმა ლაშა თაბუკაშვილმა არაჩვეულებრივი ლექსი მიუძღვნა: “მე არ მეგონა, რომ მალე წავა, ჩემი ლამაზი, ვაჟკაცი მამა, არა მჯეროდა ლაღსა და თამამს, რომ ვერ ვპოვებდი საჭირო წამალს. და აი, როგორც დაცინვა ბედის უკანასკნელი ალერსი დედის. ბაცი ხაზია, არა წყვეტილი, აქ დაბადება, ათვლის წერტილი, იქ კი სიკვდილით გადაწყვეტილი, […]

რეზო თაბუკაშვილი ექვთიმე თაყაიშვილს: “ვინც შენ გატკინა გული, თავად დასაჯა მერე დრომ!”

რეზო თაბუკაშვილი ექვთიმე თაყაიშვილს: "ვინც შენ გატკინა გული, თავად დასაჯა მერე დრომ!"

მწერალი და რეჟისორი რეზო თაბუკაშვილი ექვთიმე თაყაიშვილს საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესს უწოდებდა და მას მადლობას უხდიდა ქართული საგანძურის შენახვისთვის: “ჩვენი ეროვნული სულიერების მოძღვართ-მოძღვარო ბატონო ექვთიმე – გადარჩენილ საუნჯესთან ერთად შენც დაუბრუნდი ამდენი წლის ნანატრ, კურთხეულ მიწას. შენი ჩამოსვლა დღესასწაულად იქცა, მაგრამ მოულოდნელი სატკივარიც ბევრი გაგიჩნდა. მოგვიტევე, რომ იმ დროს ყველას არ მიეცა საშუალება შენთვის ხმამაღალი მადლობის თქმისა; […]

რეზო თაბუკაშვილი და მედეა ჯაფარიძე – ასე უყვარდათ საქართველოში

რეზო თაბუკაშვილი და მედეა ჯაფარიძე - ასე უყვარდათ საქართველოში

რეზო თაბუკაშვილი და მედეა ჯაფარიძე – ლეგენდარული წყვილია. მათ სიყვარულზე ბევრი დაიწერა, თუმცა არის პატარ-პატარა ისტორიები, რაც ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის. “არტინფო” ერთ-ერთ ასეთ ისტორიას გთავაზობთ: რეზო თაბუკაშვილის გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე მედეა ჯაფარიძეს ბრონქიტი დაემართა. მსახიობს “ლეჩკომბინატში” ცალკე ოთახი გამოუყვეს და დააშორეს რეზოს. მედეამ მეუღლეს გვერდით ოთახში წერილი მისწერა: “რეზიკო, მომწერე რამე, თორემ […]

რეზო თაბუკაშვილის მიძღვნა მედეა ჯაფარიძეს

რეზო თაბუკაშვილის მიძღვნა მედეა ჯაფარიძეს

რეჟისორი რეზო თაბუკაშვილი მსახიობ მედეა ჯაფარიძეს აღმერთებდა. ყველაფერი, რასაც ქმნიდა, მის საყვარელ ქალბატონს ეძღვნებოდა. უილიამ შექსპირის სონეტების პირველ წიგნს ყდაზე რეზო თაბუკაშვილმა ასეთი წარწერა გაუკეთა: „ჩემო მედიკო, ამ დიდ წიგნში ყველაფერი შენ გეკუთვნის, ყოველი სტრიქონი შენითაა ნაკარნახევი, მაგრამ არ ვიცი, შენსავით მშვენიერია თუ არა. ყოველ შემთხვევაში, ძალიან ვცდილობდი, დამემსგავსებინა შენთვის.”

ყველასგან მიტოვებული იური ბარამიძე – ქართული დოკუმენტური კინოს ლეგენდა

ყველასგან მიტოვებული იური ბარამიძე - ქართული დოკუმენტური კინოს ლეგენდა

მაშინ, როცა ქართული კინოს 110 წლის იუბილე აღინიშნება, არავის ახსენდება ის ლეგენდები, რომლებმაც ქართული კინოს შექმნაში უდიდესი წვლილი შეიტანეს. იური ბარამიძე ქართული დოკუმენტური კინოს ლეგენდაა. ის რეზო თაბუკაშვილის, გურამ ჟვანიას, გურამ პატარაიას და სხვება რეჟისორების დოკუმენტური ფილმების თანაავტორია. დღეს კი ყველასგან მიტოვებული, სრულიად უსახსროდ დუშეთის რაიონის სოფელ თანიაანთკარში ცხოვრობს. ირაკლი ჟვანია, მოქანდაკე: “…ვინც კულტურის სამინისტროს […]

რეზო თაბუკაშვილის დაუჯერებელი გმირობა

რეზო თაბუკაშვილის დაუჯერებელი გმირობა

ალბათ ბევრმა არ იცის, რომ რეჟისორმა, მწერალმა, დრამატურგმა და მთარგმნელმა რეზო თაბუკაშვილმა საქართველოში ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის მიხეილ თამარაშვილის ნეშტი საქართველოში ჩამოასვენა, რაც მაშინ ნამდვილი გმირობის ტოლფასი იყო. ბატონი რეზო თვენახევარი ელოდებოდა პასუხს, მისცემდნენ თუ არა უფლებას მიხეილ თამარაშვილი საქართველოში დაესაფლავებინა. ამ თემასთან დაკავშირებით რეზო თაბუკაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა: “…ამას არც ვყვები და არც […]

რეზო თაბუკაშვილი: წინასწარმეტყველება გარდაცვალებამდე 3 დღით ადრე

რეზო თაბუკაშვილი ექვთიმე თაყაიშვილს: "ვინც შენ გატკინა გული, თავად დასაჯა მერე დრომ!"

ქართველი მწერალი და დრამატურგი რეზო თაბუკაშვილი ქართულ კულტურულ ცხოვრებაში ოქროს ასოებით არის ჩაწერილი. მისი ღვაწლი განუზომელია – მისი ინიციატივით და უშუალო მოღვაწეობით საქართველოს დაუბრუნდა მსოფლიოში გაბნეული უნიკალური ქართული ხელნაწერები, დოკუმენტები და ფოტომასალა. ლექსი, რომელსაც “არტინფო” გთავაზობთ, რეზო თაბუკაშვილმა გარდაცვალებამდე 3 დღით ადრე დაწერა და შვილიშვილებს მიუძღვნა: “მშვიდობას ვეტყვი, მალე ქართულ ზეცის საფირონს, და მცირე ტალღად […]

რეზო თაბუკაშვილი: “ყველანი სოფლიდან ჩამოსულები ვართ”

რეზო თაბუკაშვილის დაუჯერებელი გმირობა

ქართველი რეჟისორისა და მწერლის რეზო თაბუკაშვილის სახელი ოქროს ასოებითაა ჩაწერილი ქართული კულტურის ისტორიაში. მისი შემოქმედება ფასდაუდებელია. ”არტინფო” გთავაზობთ ნაწყვეტს მისი ლექციიდან, რომელიც 88-90-იან წლებში უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში შედგა: “მოგახსენეთ, თბილისი ასეთი ეროვნული არასდროს არ ყოფილა-მეთქი. სამწუხაროდ, იმის ხარჯზე, რომ სოფელი დაიცალა. მაგრამ ეს არ გახლავთ ერთადერთი მავნე შედეგი, არის მეორე შედეგიც – გაჩნდა ახალი კატეგორიის ქართველი, აგრესიული […]

რეზო თაბუკაშვილს ხარაგაულში ბიუსტი გაუხსნეს

რეზო თაბუკაშვილის დაუჯერებელი გმირობა

მწერალს, დრამატურგსა და რეჟისორს რეზო თაბუკაშვილს მშობლიურ ხარაგაულში ბიუსტი გაუხსნეს. ამ ქალაქში მისივე სახელობის სახალხო თეატრის 20 წლის იუბილეც აღინიშნა. ხარაგაულის თეატრში რეზო თაბუკაშვილისადმი მიძღვნილი ლიტერატურული სპექტაკლი გაიმართა, რომელსაც მწერლის ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თეატრის შენობის წინ კი ქართველი დოკუმენტალისტისა და საზოგადო მოღვაწის ბიუსტი გაიხსნა. რეზო თაბუკაშვილის პიესები ქართული თეატრების […]