26 აგვისტო, 2023

რეზო თაბუკაშვილის უძვირფასესი სიტყვები

მწერლის, რეჟისორისა და სცენარისტის რეზო თაბუკაშვილის შექმომედება განსაკუთრებულად ძვირფასია ქართველებისთვის.

“არტ ინფო” გთავაზობთ შემოქმედის ჩანაწერს, რომელიც  ქართველებმა ხშირად უნდა ვიკითხოთ:

“დღეს ჩვენ ისე, როგორც არასოდეს, აკრძალული გვაქვს შინაგანად და ღმერთის მიერ ერთმანეთთან დაპირისპირება…

ჩვენ თუ ერთმანეთს არ მოვუფრთხილდით, ჩვენ თუ ერთმანეთის განსხვავებული აზრების ატანას არ შევეჩვიეთ და არ ვეზიარეთ იმ კულტურას, რომელიც გულისხმობს კამათს, შეურიგებელ კამათს, მაგრამ ერთმანეთის პატივისცემას, ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში ვერსად ვერ მივალთ და განსაკუთრებით იქ, სადაც ჩვენ გვინდა მისვლა…

ჩვენ იქ ვერ მივალთ, თუკი გზადაგზა ერთმანეთი ვხოცეთ…”