13 თებერვალი, 2019

ეძღვნებათ მედეა ჯაფარიძეს და რეზო თაბუკაშვილს

ეძღვნებათ მედეა ჯაფარიძეს და რეზო თაბუკაშვილსმედეა ჯაფარიძეს და რეზო თაბუკაშვილს მათმა შვილმა, მწერალმა და დარამტურგმა ლაშა თაბუკაშვილმა არაჩვეულებრივი ლექსი მიუძღვნა:

“მე არ მეგონა, რომ მალე წავა,
ჩემი ლამაზი, ვაჟკაცი მამა,
არა მჯეროდა ლაღსა და თამამს,
რომ ვერ ვპოვებდი საჭირო წამალს.
და აი, როგორც დაცინვა ბედის
უკანასკნელი ალერსი დედის.
ბაცი ხაზია, არა წყვეტილი,
აქ დაბადება, ათვლის წერტილი,
იქ კი სიკვდილით გადაწყვეტილი,
კვლავ ბედისწერის რაშს რომ აოთხებს,
მე კი ოცნებას გავისამოთხებ.
დიახ, მე ახალ ოცნებას ვბედავ,
დამიბრუნდება მამა და დედა,
ზაფხულის წვიმად, თოვლის ფიფქებად,
არ უწერია გადაფიქრება
რწმენას, რომ ცაში არიან ახლა
და უხილავი მფარველი მხედავს.”