28 აპრილი, 2022

მარიკა ლორთქიფანიძე რეზო თაბუკაშვილზე

ისტორიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე რეჟისორ რეზო თაბუკაშვილზე და მის შეუფასებელ დოკუმენტურ ფილმებზე აღფრთოვანებით საუბრობდა:

“ჩვენ ყველანი, თანამედროვენი, მოწმენი ვართ იმისა, როგორ შექმნა სრულიად ახალი ჟანრი ქართულ კინემატოგრაფში რეზო თაბუკაშვილმა.

როგორ დაამკვიდრა მან ეს ჟანრი, რა დიდი სიხარული და ბედნიერება მოგვიტანა ჩვენ და რაც მთავარია, როგორ შეუნახა მან მემკვიდრეობას ბევრი რამ ისეთი, რაც რომ არა რეზო თაბუკაშვილი, ალბათ დაიკარგებოდა.”