Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ჭდე: ფიროსმანი

ფიროსმანის თანამედროვე მუზეუმი თბილისში

ფიროსმანის თანამედროვე მუზეუმი თბილისში

ნიკო ფიროსმანის შემოქმედება სულ უფრო პოპულარული ხდება მსოფლიოში. მისი ნახატები წამყვან გალერეებში იფინება ცნობილი მხატვრების ნამუშევრებთან ერთად. ხვთისო ტურძილაძე საინტერესო ინიციატივით გამოდის, ფიროსმანის თანამედროვე მუზეუმის თბილისში მოწყობასთან დაკავშირებით: “წელს მეორეჯერ ვიყავი ამსტერდამში, ვან გოგის მუზეუმში. ეზოში ვიჯექი და ვფიქრობდი რა კარგი იქნება ფიროსმანსაც ისეთივე მაშტაბური მუზეუმი რომ ჰქონდეს თბილისში. თან რაღაც ფიროსმანისნაირი პერიოდი მაქვს, ბევრი […]

მოგისმენიათ ფიროსმანის სადღეგრძელო?!

მოგისმენიათ ფიროსმანის სადღეგრძელო?!

“მოკვდა თუ არა, ყველამ აცხონა, ცოცხალი არვინ არ მიიკარა” – ეს სიტყვები ლადო ასათიანის ცნობილი ლექსიდანაა “არ ვიცი ასე რამ შემაყვარა”, რომელიც ნიკო ფიროსმანს ეძღვნება. “ფიროსმანის სადღეგრძელო” – ეს კი ნიკალასადმი პოეტ ზურა გოშაძის დაწერილი ლექსია: “მეც შენსავით კიბისქვეშ ვარ შეხიზნული, ვეძალები ღვინოსა და არაყს, სიყვარულით ძგერს და მღერის ჩემი გული და შენსავით ვეტრფი დედა-ქალაქს. […]

“ილია ჭავჭავაძეს ტყვია აჭედეთ შუბლში, ვაჟა ფშაველა მშიერი მოკალით…”

"ილია ჭავჭავაძეს ტყვია აჭედეთ შუბლში, ვაჟა ფშაველა მშიერი მოკალით..."

– რა ხალხი ვართ ეს ქართველები გამაგებინეთ რა? რატომ უკარგავთ პატრიოტებს ქვეყნის სამსახურში ჩადგომას და ბრძოლის ჟინს… როდემდე უნდა ვლანძღოთ ერთმანეთი და ვხოცოთ, თუ იარაღით და თუ სიტყვით? ვერ ხედავთ რომ მტერი ერთმანეთის ხელით გვახოცინებს ერთმანეთს და მიზანს აღწევს ჩვენი ქვეყნის განადგურების? – კითხულობს მომღერალი მიხეილ ზაქარიაშვილი: “გენერალ გიორგი მაზნიაშვილის საფლავი არც იცით სად არის, […]

ფიროსმანის ნახატი სოთბის აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

ფიროსმანის ნახატი სოთბის აუქციონზე

ნიკო ფიროსმანის ნამუშევარი “ქართველი ქალი ლეჩაქით” სოთბის აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა. აუქციონზე ნიკალას ნახატი 500.000-700.000 ფუნტ სტერლინგად იყო შეფასებული. ნახატი ცნობილი ავსტრიელი მწერლის შტეფან ცვაიგის კოლექციიდან იყო წარმოდგენილი. ეს ნამუშევარი მწერალმა 1928 წელს მოსკოვში მოგზაურობის დროს შეიძინა. ლევან თაქთაქიშვილი: “სოთბიზე ფიროსმანი 2 მილიონ 230 ათას ფუნტ სტერლინგად გაიყიდა. ვინ იყიდა, ჯერ უცნობია. ეს ფასი ფიროსმანისათვის […]

ფიროსმანი საგამოფენო სივრცეებიდან თეატრში ინაცვლებს

ფიროსმანი საგამოფენო სივრცეებიდან თეატრში ინაცვლებს

რაც დროს გადის, ნიკო ფიროსმანი სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება. მისი პიროვნება თუ შემოქმედება მოსვენებას არ აძლევს ნიკალას გულშემატკივრებს. ამის დასტურია სპექტაკლი “ფიროსმანი”, რომელსაც ფოთის თეატრში რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი დგამს. ეს არის თოჯინების სპექტაკლი მოზარდი მაყურებლისთვის. პრემიერა 22 ნოემბერს ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმში გაიმართება, რადგან ფოთის თეატრს მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, საშუალება არ ეძლევა […]

ფიროსმანის ნახატები გერმანიაში

ფიროსმანის ნახატები გერმანიაში

ნიკო ფიროსმანის ნამუშევრები სულ უფრო პოპულარული ხდება მთელ მსოფლიოში. ნიკალას ერთ-ერთი ნახატის სოთბის აუქციონზე გასაყიდად გატანის პარალელურად, ავსტრიის ქალაქ ვენაში ალბერტინას მუზეუმში ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა მიმდინარეობს. 10 ნოემბრიდან კი ნიკო ფიროსმანის ნამუშევრები გერმანიაში, დიუსელდორფის ხელოვნების მუზეუმში გამოიფინება. საექპოზიციო სივრცე 5 თვის განმავლობაში ნიკო ფიროსმანაშვილის მირზაანის სახელმწიფო მუზეუმისა და ეროვნული მუზეუმის კოლექციებში დაცულ ნამუშევრებს დაეთმობა. გამოფენაზე […]

ფიროსმანის ნახატი სოთბის აუქციონზე

ფიროსმანის ნახატი სოთბის აუქციონზე

სოთბის აუქციონზე არაერთი ცნობილი მხატვრის ნამუშევრები ხვდება და სოლიდურ ფასადაც იყიდება. გამონაკლისი არც ნიკო ფიროსმანია. სოთბის აუქციონზე წარმოდგენილია ქართველი მხატვრის ნამუშევარი “ქართველი ქალი ლეჩაქით”, რომელიც 700.000 ფუნტ სტერლინგად არის შეფასებული. ამ ინფორმაციას ერთი სამწუხარო ფაქტი ახლავს თან – ფიროსმანის ნამუშევარი რუსული ხელოვნების ნიმუშად არის წარდგენილი. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველი მხატვრების შემოქმედება რუსული […]

ფიროსმანის დაკარგული ნახატი ნაპოვნია

ფიროსმანის დაკარგული ნახატი ნაპოვნია

რაც დრო გადის, ფიროსმანის ნახატების მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება. მისი ნამუშევრები აუქციონებზე სოლიდურ ფასად იყიდება. ნიკალას კიდევ ერთი დაკარგული ნახატის შესახებ ინფორმაციას გიორგი ტაბლიაშვილი ავრცელებს: “გუგლში გამოჩნდა ახლა… ფიროსმანის ეს დაკარგული ნახატი. მისი კბილები მარგალიტზე უფრო პრიალებენო – ითქვა ერთხელ მკვდარ და გახრწნილ ძაღლზე. ფიროსმანი არის… ნომერი ერთი კი არა… ფიროსმანი არის – აპოკალიპტური […]

უცნობი ნახატები, რომელსაც ფიროსმანს მიაწერენ

უცნობი ნახატები, რომელსაც ფიროსმანს მიაწერენ

ნიკო ფიროსმანის ცხოვრება და შემოქმედება ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის შესწავლილი, ამიტომ მკვლევარები ნიკალას შემოქმედებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სიახლეს დიდი ინტერესით ეკიდებიან. თამაზ მარკოზაშვილი სოფელ ველისციხეში მდებარე ერთ ძველ საცხოვრებელ სახლში არსებულ კედლის მხატვრობის ფოტოებს აქვეყნებს: “სოფელ ველისციხის ერთ ძველ საცხოვრებელ სახლში (ყოფილ დუქანში) შემორჩენილი კედლის მხატვრობა, რომლის ავტორი უცნობია, ხალხს კი ფიროსმანის ნახატებად მიაჩნია.”

ილიკო სუხიშვილის უცნობი ისტორია ფიროსმანზე

ილიკო სუხიშვილის უცნობი ისტორია ფიროსმანზე

ილიკო სუხიშვილი თავის განუმეორებელ მეუღლესთან ნინო რამიშვილთან ერთად ქართული ნაციონალური ანსამბლის ფუძემდებელია. ცეკვა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ბავშვობიდანვე გახდა. ჯერ კიდევ სულ პატარა მოცეკვავის განსაკუთრებული ნიჭი შეუმჩნეველი არ დარჩენილა ფართო საზოგადოებისთვის, მათ შორის არც ნიკალასთვის. “არტ ინფო” გთავაზობთ ისტორიას, რომელიც ფიროსმანისა და 10 წლის ილიკო სუხიშვილის შეხვედრას ასახავს: “10 წლის ილიკო სუხიშვილი ქუჩაში მისეირნობდა, როცა […]