ფიროსმანის უკანასკნელი აღდგომა

გენიალური ქართველი მხატვრისთვის ნიკო ფიროსმანისთვის უკანასკნელი აღდგომა 1917 წელს დადგა.

ნონა წკრიალაშვილი:

“1918 წელი იდგა. აღდგომა იმ წელს 5 მაისს უწევდა. ტუბერკულოზით თუ „ისპანკით“ დაავადებული, ყველასგან მიტოვებული, ულუკმაპუროდ და თანაგრძნობის გარეშე დარჩენილი ნიკალა ფიროსმანაშვილი სადღაც, კიბის ქვეშ, მიწურში იწვა და სულს ღაფავდა.

სააღდგომო ბატკნის ნახატზე მიუწერია „მადლობა ღმერთსა რომ დავესწარით აღდგომასაო“…

არადა, 1918 წელს ვეღარ დაესწრო.

ყოველ აღდგომას ახლა ის სულ ჩვენთანაა.

აღდგომის ღამეს გარდაცვლილა ყველასგან მიტოვებული ნიკალა! აბა, ვის ეცალა მისთვის.
სამ ღვთისნიერ ადამიანს გაუდია მხარზე და პეტრე-პავლეს სასაფლაოზე „აუყვანიათ“…