გენიალურ ქართველ მხატვარს ნიკალას – ნიკო ფიროსმანს უნიჭიერესმა კომპოზიტორმა და პოეტმა თემურ ცაგურიამ ლექსი მიუძღვნა, მომღერალმა ეკა კვალიაშვილმა კი ულამაზესი სიღერა დაწერა:
“ნიკალას სიმღერა
ვარსკვლავებო, ყური მიგდეთ, შემიბრალეთ,
ობოლი ვარ, მწყურვალი ვარ
შემიფარეთ,
ქალამნები გაცვეთილი მაცვიაო,
ყველა ამბობს – საცოდავი კაციაო..
ყველა ამბობს – მღერაა თუ ტირილია,
სევდის ბაღში სევდა მუქთად მიყიდია,
დამავიწყდა გალობა და ტირილი
წყალს მივყვები ნასუფრალი ტივივით…
ჩემთვის თითქოს დედამიწა გადაბრუნდა,
ღარიბი და მოწყენილი ვის რად უნდა…
რა ვიღონო, რა ვიღონო ცრემლი მომდის,
რომ გამწირე სიყვარულო რას ფიქრობდი…
რად არ მკითხე განშორება ხომ არ მოგკლავს,
სული ტირის, განწირული, სული მოთქვამს…
ღამღამობით სიზმრად მაინც მოდიხარო
დამივიწყე მაინც ჩემი მგონიხარო…”