20 თებერვალი, 2022

ფიროსმანისა და მეეზოვის საოცარი ისტორია

ალბათ ბევრმა არ იცის, რომ გენიალური მხატვრის ნიკო ფიროსმანაშვილის მეეზოვე ზოგადად მეეზოვე კი არ არის, არამედ კონკრეტული პიროვნებაა – ქურთი რაშიდ ადამოვი.

მხატვარსა და მეეზოვეს ერთმანეთთან საოცარი ისტორია აკავშირებდათ, რომელიც გუბაზ ჩაჩხიანმა გაგვიზიარა:
“ერთი ძეგლის ისტორია…

ეს არ არის მხოლოდ, ზოგადად, მეეზოვე არამედ კონკრეტული და ისტორიული პიროვნება ქურთი რაშიდ ადამოვია – გასული საუკუნის დასაწყისში ქალაქში ძალიან კარგად ცნობილი ადამიანი.

რაშიდმა თავის სახლში შეიფარა ფიროსმანი, (ფიროსმანი, უსახლკაროდ დარჩა აქტრისა მარგარიტას ძღვენის შემდეგ) მხატვარმა მადლიერების მიზნით დახატა მასპინძლის პორტრეტი.

ამ ნახატის საფუძველზე დაიდგა ძეგლი, რომელიც თბილისელ სტუმრებს შეახსენებს, რომ ხელოვნება და სიკეთე მარადიულია.”