ჭდე: ოთარ რამიშვილი

ოთარ რამიშვილის სიმღერაზე შექმნილი ულამაზესი ვიდეო

ოთარ რამიშვილის სიმღერაზე შექმნილი ულამაზესი ვიდეო

კომპოზიტორ ოთარ რამიშვილის სიმღერები არაერთი ხელოვანის შთაგონების წყარო გამხდარა. გამონაკლისი არც ქორეოგრაფი დავით ფოცხიშვილია: “მელოდია და ტექსტი ეკუთვნის თბილისელ კოლორიტს ოთარ რამიშვილს. ბრავო ნინო ქათამაძეს ასე გულიდან და სულიდან რომ ქმნის თითოეულ ბგერას…. აი, ვინ იყვნენ ნაღდი თბილისელი კოლორიტები და რამხელა სიყვარულს თესავდნენ… ჯერ მარტო ლექსი როგორ გულიდან არის წამოსული, სადღაც უსასრულობაში ჩადის და აკრძალულ […]

ფუტკარი – ოთარ რამიშვილი

ფუტკარი - ოთარ რამიშვილი

”მზე აყვავებულ ცაცხვებს დაჰხარის სურს სურნელება საამოდ ნამავს. ფუტკარი, როგორც აფთიაქარი ყვავილებისგან გვიმზადებს წამალს. მე ფუტკრის ზუზუნს გულს ვუთმობ ბინად, სული ჰანგების შუქით გამთბარა, ჩემს და მზეს შორის ფუტკარი ფრინავს როგორც სიცოცხლის ელჩი პატარა. იფრინე ქვეყნად, იფრინე ქვეყნად, რომ მუდამ გეთქვას შენი სათქმელი. ამაზე კარგი რა უნდა იყოს კაცს თაფლი მისცე და ღმერთს სანთელი.”

ზვიად ბოლქვაძის არაჩვეულებრივი შესრულება

ზვიად ბოლქვაძის არაჩვეულებრივი შესრულება

კომპოზიტორი და აფხაზეთის კაპელას ხელმძღვანელი ზვიად ბოლქვაძე თავისი ორიგინალური შემოქმედებით მსმენელის გაოცებას ნამდვილად ახერხებს. საკუთარი ნაწარმოებების გარდა, მას უკვე კარგად ცნობილი სიმღერების სრულიად ახლებური ვერსიების შექმნაშიც ბადალი არ ჰყავს. ამის დასტურია “მხოლოდ ქართულში” წარმოდგენილი ოთარ რამიშვილის ცნობილი სიმღერა “ბულბულის სტვენა, შაშვის გალობა”, რომელიც ზვიად ბოლქვაძემ აფხაზეთის კაპელასთან ერთად შეასრულა და მხურვალე აპლოდისმენტები დაიმსახურა.

ოთო ნემსაძე: “ზუსტად ესაა, რაც მაფიქრებს რომ ყველაფერი გამოვა!”

ოთო ნემსაძე: "ზუსტად ესაა, რაც მაფიქრებს რომ ყველაფერი გამოვა!"

მომღერალი ოთო ნემსაძე რეპეტიციების აქტიურ ფაზაშია. ის თავის ერთგულ მსმენელს ახალ კომპოზიციას უმზადებს. ამჯერად ოთომ ოთარ რამიშვილის ცნობილი სიმღერა “ბულბულის სტვენა, შაშვის გალობა” ზვიად ბოლქვაძესთან და აფხაზეთის სახელმწიფო კაპელასთან ერთად სრულიად ახლებურად ააჟღერა. – როცა გენიოსებთან გაქვს საქმე, – ასე დაასათაურა ოთომ რეპეტიციის ჩანაწერი, რომლის ინტერნეტში გავრცელებასაც ათასობით ნახვა, მოწონება და გაზიარება მოჰყვა. ოთო ნემსაძე: […]

მოუსმინეთ ოთარ რამიშვილის უცნობ სიმღერას

მოუსმინეთ ოთარ რამიშვილის უცნობ სიმღერას

მიუხედავად იმისა, რომ ოთარ რამიშვილის თითქმის ყველა სიმღერა მსმენელისთვის კარგად არის ნაცნობი, მის შემოქმედებაში არის სიმღერები, რომლებიც ფართო საზოგადოებისთვის უცნობია. კომპოზიტორის და მომღერლის შვილმა, მიშიკო რამიშვილმა საზოგადოებას მამის უცნობი სიმღერა წარუდგინა.

ოთარ რამიშვილი – კაცი, რომელიც დააკლდა თბილისს

ოთარ რამიშვილი - კაცი, რომელიც დააკლდა თბილისს

“ახლა კაცობას ჩემულობს ყველა, კაცობას აქვს ორი სახელი, ერთს შეუძლია ელვა და ჭექა მეორეს უმძიმს თავის გამხელის!” – ეს ოთარ რამიშვილის ლექსია, რომელიც თბილისის კოლორიტმა წლების წინ დაწერა, მაგრამ აქტუალობას დღესაც არ კარგავს. გულნაზი რამიშვილი, ოთარ რამიშვილის მეუღლე: “პირველად მოგეწონება, მეორედ შეგიყვარდება, მესამედ მოგბეზრდება და მეოთხედ შეგეზარება” – ეს ოთარის პატარა ლექსია, რომელიც ძალიან მომწონს. […]

გიო ხუციშვილის უცნობი სიმღერები იპოვნეს

გიო ხუციშვილის უცნობი სიმღერები იპოვნეს

მიუხედავად იმისა, რომ მსმენელმა გიო ხუციშვილის არაერთი სიმღერა იცის და უყვარს, არსებობს სიმღერები, რომლებიც ფართო საზოგადოებისთვის უცნობია. მომღერლისა და კომპოზიტორის ოთარ რამიშვილის შვილი, მიშიკო რამიშვილი ავრცელებს ინფორმაციას, რომ მის არქივში გიო ხუციშვილის მიერ ნამღერი ოთარ ტატიშვილის სიმღერები აღმოაჩინა: “მახსოვდა, რომ ჩემს არქივში უნდა ყოფილოყო აუდიო კასეტაზე, გიო ხუციშვილის მიერ ნამღერი მამაჩემის სიმღერები და აღმოვაჩინე კიდეც […]

მოგისმენიათ ოთარ რამიშვილის აკრძალული სიმღერები?

მოგისმენიათ ოთარ რამიშვილის აკრძალული სიმღერები?

მომღერალი ოთარ რამიშვილი კომუნისტებისთვის მიუღებელი ხელოვანი იყო. მის შემოქმედებაზე კომუნისტური ცენზურა მოქმედებდა და მომღერლის სიმღერები აკრძალული იყო. ამდენი წლის შემდეგ, ხელოვნებაზე ცენზურა კვლავ ბრუნდება, ამიტომ მომღერლის შვილი მიშიკო რამიშვილი მამის აკრძალული სიმღერების აჟღერებას აპირებს: “კომუნისტების დროს, მამაჩემის ოთარ რამიშვილის სიმღერები აკრძალული იყო, ანუ კომუნისტური ცენზურა მოქმედებდა. მიუხედავად ამისა, მის სიმღერებს ხალხი მაინც უსმენდა და ეტრფოდა. […]

ლექსები თბილისზე

ლექსები თბილისზე

იოსებ გრიშაშვილი – გამოთხოვება ძველ თბილისთან შენ აგიხსნია ბევრი ქარაგმა, ქორონიკონის კენტი და ლუწი,- მაგრამ არ იცი, ჩვენმა ქალაქმა რა სურათები მოქარგა უწინ. თუ ჩაგივლია სირაჩხანისკენ, დაჰკვირვებიხარ ამ ქუჩებს კარგად- გაგაოცებდა რუმბების სისქე და ჭიანურზე დაკრული ჩარგა სიძველისადმი გრძნობა, პატივი, თუ შენში მაინც ოდნავ ელვარებს – მიხვდები ასე ანდამატივით რისთვის ვდარაჯობ თბილისის კარებს. მიხვდები, რატომ […]

უკანასკნელი საჩუქარი ოთარ რამიშვილს

მოგისმენიათ ოთარ რამიშვილის აკრძალული სიმღერები?

არაერთი ცნობილი ქართული სიმღერის ავტორი და შემსრულებელი ოთარ რამიშვილი 5 წლის წინ 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი სიმღერები დღესაც პოპულარულია და მსმენელში დიდი მოწონებით სარგებლობს. ერთგულმა და მადლიერმა მსმენელმა ოთარ რამიშვილს უკანასკნელი საჩუქარი გაუკეთა. 11 მაისს მისი მემორიალური დაფა გაიხსნება. ინფორმაციას ოთარ რამიშვილის შვილი მიშიკო რამიშვილი ავრცელებს: “11 მაისს ოთხშაბათს, 17:00 საათზე, ვაკეში კავსაძის ქ. N7-ში, ოფიციალურად […]