28 იანვარი, 2020

გურულების განსაკუთრებული საჩუქარი ოთარ რამიშვილს

გურულების განსაკუთრებული საჩუქარი ოთარ რამიშვილსარაერთი ცნობილი სიმღერის ავტორისა და შემსრულებლსი ოთარ რამიშვილის მიმართ პატივისცემა გურულებმა ორიგინალური საჩუქრით გამოხატეს. მათ ჩოხატაურის რაიონის ცენტრის სკვერში ხელოვანის ფოტო განათავსეს.

მიშიკო რამიშვილი, ოთარ რამიშვილის შვილი:

“ვენაცვალე გურულებს, ჩოხატაურის რაიონის ცენტრის სკვერში, სადაც ცნობილი საზოგადო მოღვაწეების ნოდარ დუმბაძის, ანა კალანდაძის და სხვათა პერსონების ბილბორდს შეემატა ოთარ რამიშვილის ბილბორდი. ყოჩაღ გამგებელს ირაკლი კუჭავას.

ვიმედოვნებ თბილისში საბურთალოზე, ოთარ რამიშვილის სახელობის ქუჩას და სკვერსაც, რომელიც მხოლოდ ქაღალდზე არის დაფიქსირებული ოდესმე ექნება ამოსაცნობი ნიშანი.”