6 მარტი, 2022

ოთარ რამიშვილი რუსეთზე

მომღერალს, კომპოზიტორსა და პოეტს ოთარ რამიშვილს რუსეთზე ძალიან კარგი ლექსი აქვს, რომელსაც “არტინფო” გიზიარებთ:

“ოდიდგან ასე გვიტევდნენ სტუმრად მოსული მდგმურები,
ჩვენს მამულს ჩვენით იძენდნენ ვერავის დავემდურებით.
ნეტავ სად გაქრა გამცემი, ამ მიწის და ბარისა,
შერცხვეს ასეთი ქართველი ჩვენ ერს რა ბედი აღირსა.
ჯიბე აივსეს ფულებით, ფულით დაირტყეს ქულები,
ცოლშვილს უყიდეს ქურქები, ქურქებს გვიგზავნის თურქები,
ნეტავი რა ეშველება, ჩვენს აწმყოსა და მომავალს,
ხელში გვაცლიან შვენებას, მიკვირს ცოცხალი რომავართ.
პირველ ხმას იწყებს აფხაზი, ოსებიც აგვიხმაურდა,
რუსმა დასჭექა ხასგაზმით სოფლის შენებას რა უნდა.
წელს ამოგვიღეს მიზანში, ალბათ მოგვსპობენ გაისად,
ჯოჯოხეთში აქვთ ადგილი პუტინს და რუსულ არმიას.”