18 მარტი, 2020

დროული ინიციატივა ოთარ რამიშვილთან დაკავშირებით

ოთარ რამიშვილის წინასწარმეტყველური სიმღერაკომპოზიტორის, პოეტისა და მომღერლის ოთარ რამიშვილის შემოქმედებას უახლოეს მომავალში მისი შვილი – მიშიკო რამიშვილი საფუძვლიანად გაგვაცნობს:

“მოკლედ, გადავწყვიტე, ოთარ რამიშვილის ძალიან ბევრი უცნობი და უმაგრესი სიმღერა საზოგადოებას მოვასმენინო.

მინდა, ამ საქმეში ჩავრთო ახალგაზრდა და ნიჭიერი მუსიკოსები. მინდა, ხალხმა გაიცნოს ეს ახალგაზრდები და გაიხსენონ ჩვენი თაობა. აგრეთვე, ვინც კარგად ფლობს მუსიკალურ ინსტრუმენტს და ა.შ.

ვისაც სურვილი აქვს მონაწილეობა მიიღოს, დამიკავშირდით.”