დეზინფორმაცია ოთარ რამიშვილის ოჯახზე

დეზინფორმაცია ოთარ რამიშვილის ოჯახზემომღერლისა და კომპოზიტორის ოთარ რამიშვილის ოჯახზე დეზინფორმაცია გავრცელდა.

მიშიკო რამიშვილი, ოთარ რამიშვილის შვილი:

“მატყუარებო და ცრუპენტელებო!

დედამ შემოგითვალათ, რომ არანაირ სოციალურად დაუცველთა სიაში არ ყოფილა და არც არის, მხოლოდ პანდემიის დროს ორჯერ დაურეკეს და მოვიდნენ. ერთხელ იყვნენ, როგორც უთხრეს წითელი ჯვრიდან, ხოლო მეორედ ქ. თბილისის მერიიდან და მოიტანეს მცირე ნობათი.

გარდა ამისა, ქალბატონი გულნაზი ისეთ საცხოვრებელ ბინაში ცხოვრობს, რომ ვერანაირად ვერ დააკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რომელიც საჭიროა სოციალურად დაუცველთათვის, ის მხოლოდ პერიოდულობით გამგეობას მიმართავს წერილობით მედიკამენტებისთვის, რომელიც მას კანონის თანახმად ეკუთვნის.”