არაჩვეულებრივი კომპოზიტორი და მომღერალი ოთარ რამიშვილი თავისი ენამოსწრებულობით ყველასთვის კარგად იყო ცნობილი.
“არტ ინფო” ხელოვანის ერთ-ერთ სასაცილო თავგადასავალს გიზიარებთ:
ოთარ რამიშვილი ინსპექტორმა გააჩერა.
– გამიშვი, რამიშვილი ვარ, – უთხრა ოთარმა.
– რომელი? – ჰკითხა ინსპექტორმა.
– რომელი და ილიკოს ცოლი, ნინო! – დაუფიქრებლად უპასუხა მომღერალმა.