7 დეკემბერი, 2019

ოთარ რამიშვილის წინასწარმეტყველური სიმღერა

ოთარ რამიშვილის წინასწარმეტყველური სიმღერაარაერთი ცნობილი სიმღერის ავტორის ოთარ რამიშვილის შემოქმედება ერთ-ერთი გამორჩეულია ქართულ ხელოვნებაში.

“ქვეყანა დაანგრიეს” – ასე ჰქვია სიმღერას, რომელიც ოთარ რამიშვილმა 2000 წელს ტელეკომპანია “ევრიკას” ეთერში გადაცემა “სალონში” შეასრულა.

– გაუფასურდა ლარი, კაცობასთან ერთად! – ასე სრულდება სიმღერა, რომელიც ნამდვილად წინასწარმეტყველური აღმოჩნდა და რაც უფრო დრო გადის, მით უფრო აქტუალურია.