ჭდე: ნანა ჯანელიძე

თენგიზ აბულაძე – ქართული კინოს მარგალიტი

თენგიზ აბულაძე - ქართული კინოს მარგალიტი

კინორეჟისორი თენგიზ აბულაძე ქართული კინოს ნამდვილი მარგალიტია. მისი შემოქმედება კი – ჩვენი ქვეყნის უდიდესი საგანძური. რეჟისორს მისი უმცროსი კოლეგა, სტუდენტი და რძალი ნანა ჯანელიძე ასე იხსენებს: “თეატრალურში ჩასაბარებლად პირდაპირ სკოლიდან მივედი და ეს მაშინ, როცა იქ უკვე გამოცდილი და სხვა უმაღლესდამთავრებულები მიდიოდნენ. ბატონმა თენგიზმა ჩათვალა, რომ იქ უნდა ვყოფილიყავი და თავის ჯგუფში ამიყვანა. ის ძალიან […]

ავთო მახარაძე – დაუვიწყარი ვარლამ და აბელ არავიძე “მონანიებიდან”

ავთო მახარაძე - დაუვიწყარი ვარლამ და აბელ არავიძე "მონანიებიდან"

თენგიზ აბულაძის გენიალური ფილმი “მონანიება” მსახიობ ავთო მახარაძისთვის შემოქმედებითი მწვერვალია. ფილმის სცენარი რეალურ ამბავზე შეიქმნა. ნოდარ წულეისკირმა თენგიზ აბულაძეს დასავლეთ საქართველოში მომხდარი ნამდვილი ამბავი უამბო: ვიღაც პროკურორმა ბიჭს მამა გადაუსახლა და დედამისი საყვარლად გაიხადა. დედამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამ უბედურებას ბიჭმა ვერ გაუძლო და როცა კაცი გახდა, ის პროკურორი საფლავიდან ამოთხარა. სწორედ ეს ისტორია გახდა […]

როგორ იქმნებოდა სესილია თაყაიშვილის შედევრები

სესილია თაყაიშვილმა თავის პროფესიას მთელი ცხოვრება მიუძღვნა. ამის დასტურია მის მიერ თეატრსა თუ კინოში განსახიერებული როლები. რეჟისორები, რომლებმაც მსახიობთან იმუშავეს, სესილია თაყაიშვილს განსაკუთრებულად იხსენებენ: ნანა ჯანელიძე, რეჟისორი: “ნატვრის ხეს” ვიღებდით. უცებ, ბატონმა თენგიზმა დაიძახა, “მზად არის”. დასტაცეს ასისტენტმა ბიჭებმა ხელი სესილია თაყაიშვილს და ჩასვეს ტალახში. ამაზე ირგვლივ სიცილ-ხარხარი ატყდა. თენგიზმა ისევ დაიძახა: “მატორ!” სესილია ნამდვილი […]

ეროვნულ კინოცენტრს ნანა ჯანელიძე აღარ უხელმძღვანელებს

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრს ნანა ჯანელიძე აღარ უხელმძღვანელებს. რეჟისორმა ეროვნული კინოცენტრის დირექტორის რანგში ბოლოჯერ შეაფასა კინოცენტრის საქმიანობა. მან თანამდებობაზე ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ წასვლა და საკუთარ პროფესიაში დაბრუნება გადაწყვიტა. ნანა ჯანელიძეს უფლებამოსილება 25 მარტს ამოეწურა. ის ეროვნულ კინოცენტრს სამი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. რეჟისორი კინოცენტრიდან ისევ კინოს დაუბრუნდება და გადასაღებ მოედანზე გადაინაცვლებს.

ქართულ ფილმებს ნიონის კინოფესტივალზე აჩვენებენ

ნიონის კრეატიული დოკუმენტური ფილმების ფესტივალის ფოკუსში წელს საქართველო მოხვდა. ქართული დელეგაცია ფესტივალზე საქართველოს 19-22 აპრილს წარადგენს და ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც XXI საუკუნის ქართული დოკუმენტური კინოს რეტროსპექტივა ასე ფართოდ, საერთაშორისო მასშტაბით გაიმართება. ამ თემაზე ეროვნული კინოცენტრი ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა. ფესტივალის წარმომადგენლებთან თანამშრომლობა 2014 წლის ბერლინალეზე დაიწყო. წელს ნიონის ფესტივალის საკონკუსო პროგრამაში ქართველი რეჟისორის, […]

’’მანდარინები’’ გამარჯვებულია

ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელი ნანა ჯანელიძე აცხადებს, რომ ზაზა ურუშაძის “მანდარინები” გამარჯვებულია. ქართულ-ესტონური ფილმი, რომელიც ოსკარზეა წარდგენილი ნომინაციაში საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი, ხუთეულშია მოხვედრილი: “ის, რომ ზაზა ურუშაძის “მანდარინები” ხუთეულშია მოხვედრილი და ოსკარის ნომინანტია, უკვე ფილმის და შემოქმედებითი ჯგუფის დიდი გამარჯვებაა. ზაზა ურუშაძის ფილმმა 25-მდე საერთაშორისო ჯილდო და პრიზი მიიღო, ოსკარებამდე რამდენიმე დღის წინ კი საერთაშორისო პრესის […]

საქართველო ბერლინალეზე სპეციალური პროგრამით წარსდგა

ბერლინი საერთაშორისო კინოფესტივალს 65-ედ მასპინძლობს. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მიწვეულ სტუმართა შორის არის საქართველოც. ეროვნული კინოცენტრი ბერლინის 65-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ორგანიზებულ ევროპული კინოს ბაზრობაზე წელს მეათედ წარსდგა. კინობაზრობაზე გაიხსნილია საქართველოს სტენდი, სადაც ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდება ფესტივალისა და ბაზრობის სტუმრებს და კინოპროფესიონალებს ქართული კინოს დღევანდელი მდგომარეობის შესახებ, ასევე ახალი ქართული ფილმების და განვითარების სტრატეგიის შესახებ. საქართველოს […]

კინემატოგრაფიის მხარდასაჭერად საგადასახადო კოდექსში ცვლილებებია

ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის მიზნით საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვილლებები შევიდა. ამ თემასთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა. ბრიფინგს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორი ნანა ჯანელიძე უძღვებოდნენ. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს საგადასახადო კოდექსში შევიდა ცვლილება – პირებს, რომლებიც კინემატოგრაფიის ეროვნული […]