25 მარტი, 2016

ეროვნულ კინოცენტრს ნანა ჯანელიძე აღარ უხელმძღვანელებს

nana-janelidze1საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრს ნანა ჯანელიძე აღარ უხელმძღვანელებს. რეჟისორმა ეროვნული კინოცენტრის დირექტორის რანგში ბოლოჯერ შეაფასა კინოცენტრის საქმიანობა.

მან თანამდებობაზე ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ წასვლა და საკუთარ პროფესიაში დაბრუნება გადაწყვიტა.

ნანა ჯანელიძეს უფლებამოსილება 25 მარტს ამოეწურა. ის ეროვნულ კინოცენტრს სამი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

რეჟისორი კინოცენტრიდან ისევ კინოს დაუბრუნდება და გადასაღებ მოედანზე გადაინაცვლებს.