Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

საქართველო ბერლინალეზე სპეციალური პროგრამით წარსდგა

11 თებერვალი, 2015

Berlinale-film-festivalw343ბერლინი საერთაშორისო კინოფესტივალს 65-ედ მასპინძლობს. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მიწვეულ სტუმართა შორის არის საქართველოც.

ეროვნული კინოცენტრი ბერლინის 65-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ორგანიზებულ ევროპული კინოს ბაზრობაზე წელს მეათედ წარსდგა.

კინობაზრობაზე გაიხსნილია საქართველოს სტენდი, სადაც ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდება ფესტივალისა და ბაზრობის სტუმრებს და კინოპროფესიონალებს ქართული კინოს დღევანდელი მდგომარეობის შესახებ, ასევე ახალი ქართული ფილმების და განვითარების სტრატეგიის შესახებ. საქართველოს სტენდზე იმართება შეხვედრები ეროვნული კინოცენტრის პარტნიორებთან და საერთაშორისო კოლეგებთან.

სტენდზე მუშაობენ ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ნანა ჯანელიძე, მისი მოადგილე გიორგი ხაბაშვილი და დისტრიბუციისა და ექსპორტის დეპარტამენტის უფროსი დავით ვაშაძე.
სტენდზე წარმოდგენილია ახალი ქართული ფილმების კატალოგი, ეროვნული კინოცენტრის საინფორმაციო ბროშურები, ახალი ქართული ფილმების ტრეილერების დისკი, მოკლემეტრაჟიანი ქართული ფილმების დისკი, საქართველოში გადაღებების წარმოების შესახებ ინფორმაცია. ბერლინალეს ფარგლებში ქართულ სტენდთან დაიგეგმა წვეულება, რომელზეც კინოცენტრის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიწვიეს.

ბერლინალეს ისტორიის მანძილზე, ფესტივალზე სულ 15-მდე ქართულმა ფილმმა მიიღო მონაწილეობა. პირველად, 1986 წელს გიორგი შენგელაიას „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა” იყო მთავარი საკონკურსო პროგრამის მონაწილე და ვერცხლის დათვიც მოიპოვა. შემდეგ 1992 წელს მიხეილ კალატოზიშვილის „რჩეული”, 1993 წელს კი თემურ ბაბლუანის „უძინართა მზე”, რომელიც ასევე საუკეთესო რეჟისურისთვის ვერცხლის დათვით დაჯილდოვდა. ელდარ შენგელაიას “ცისფერი მთების” პირველი საერთაშორისო ჩვენება 1986 წელს სწორედ ბერლინის კინოფესტივალის პროგრამა “პანორამაში” შედგა.

ქართული კინოს უახლეს ისტორიაში კი ბერლინალეს სახელს უკავშირდება და 2013/2014 წლებში სწორედ ამ ფესტივალის მნიშვნელოვან სექციებში „ფორუმი” და „პანორამა” შედგა თანამედროვე ქართული ფილმების პრემიერები: ნანა ექვთიმიშვილის და სიმონ გროსის „გრძელი ნათელი დღეები”, ზაზა რუსაძის „ჩემი საბნის ნაკეცი”, თინათინ ყაჯრიშვილის „პატარძლები” და ლევან კოღუაშვილის „შემთხვევითი პაემნები”.

წელს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის დროს პრესტიჟულ გალა დაჯილდოებაზე „კინო მშვიდობისთვის” 2 ქართული ფილმია წარმოდგენილი ზაზა ურუშაძის „მანდარინები” ნომინაციაში ყველაზე ღირებული ფილმი და გიორგი ოვაშვილის „სიმინდის კუნძული”, როგორც საუკეთესო საერთაშორისო მწვანე ფილმი.

ჯილდო „კინო მშვიდობისთვის” 2002 წელს დაფუძნდა და მისი მიზანია ჰუმანიზმის ხაზგასმა კინოთი. ის მიიჩნევა ძალიან პრესტიჟულ გალა დაჯილდოებად მსოფლიოში და ბერლინის გარდა კანსა და ლოს ანჟელესში იმართება.

ბერლინალეს კოპროდუქციის ბაზრობაზე 3 საუკეთესო პროექტს შორის მოხვდა ნანა ექვთიმიშვილის „ჩემი ბედნიერი ოჯახი”, რეჟისორს საშუალება მიეცა გაემართა პიჩინგი და შეხვედროდა საერთაშორისო პროდიუსერებს მომავალი დაფინანსების მოსაპოვებლად. ქართული პროექტი კოპროდუქციის მარკეტზე ბერლინში პირველად მოხვდა.

ტალანტ კამპუსზე კი მიიწვიეს რეჟისორები დეა კულუმბეგაშვილი და შორენა თევზაძე.