Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

კინემატოგრაფიის მხარდასაჭერად საგადასახადო კოდექსში ცვლილებებია

5 თებერვალი, 2015

kino7ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის მიზნით საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვილლებები შევიდა. ამ თემასთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა.

ბრიფინგს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორი ნანა ჯანელიძე უძღვებოდნენ.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს საგადასახადო კოდექსში შევიდა ცვლილება – პირებს, რომლებიც კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრიდან მოიპოვებენ კინოწარმოებისთვის დაფინანსებას, მოგების გადასახადი დაეკისრებათ მხოლოდ ფილმის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ. ამ დრომდე არსებული რეგულაციით, ხდებოდა სახელმწიფოს ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების დაბეგვრა ჯერ კიდევ ფილმის ექსპლუატაციაში შესვლამდე, რაც ხელს უშლიდა კინომწარმოებლებს მოპოვებული დაფინანსების დანიშნულებისამებრ, სრულფასოვნად გამოყენებაში.

მწარმოებელს ასევე ეძლევა ექსპლუატაციაში შესულ ფილმზე, როგორც არამატერიალურ აქტივზე 100%-იანი ამორტიზაციის დარიცხვის უფლება.

ცვლილება საქართველოს საგადასახადო კოდექსში შევიდა 2015 წლის 1 იანვრიდან, 309-ე მუხლში 65-ე, 66-ე, 67-ე პუნქტების დამატების სახით.