ჭდე: ლაშა ბუღაძე

“ერისიონი” და “სუხიშვილები” გავაერთიანოთ

"ერისიონი" და "სუხიშვილები" გავაერთიანოთ

– “ერისიონი” და “სუხიშვილები” გავარეიანოთ, – ამ ინიციატივით მწერალი ლაშა ბუღაძე გამოდის და წიგნის ეროვნული ცენტრისა და მწერალთა სახლის გაერთიანებას აპროტესტებს: “რა არის ახლა ეს გაერთიანება? პროფილურად აბსოლუტურად განსხვავებულია წიგნის ცენტრი და მწერალთა სახლი. ასე მაშინ „სუხიშვილებიც“ ცეკვავენ და „ერისიონშიც“ ცეკვავენ და გავაერთიანოთ. და ასე თეატრია მარჯანიშვილის თეატრი და ოპერის თეატრი. ორივე ადგილას ადამიანი სცენაზე […]

ლაშა ბუღაძე: “აქციები უნდა დავიწყოთ!”

ლაშა ბუღაძე: "აქციები უნდა დავიწყოთ!"

მწერალი ლაშა ბუღაძე აქციების დაწყების ინიციატივით გამოდის და მთაწმინდის ქვეშ ტვერელის ეკლესიასთან მიმდინარე სამუშაოებს აპროტესტებს: “ვფიქრობ, აქციები უნდა დავიწყოთ ამ ბარბაროსების შესაჩერებლად, თორემ მთაწმინდა კლდიან-ტვერელიანად ჩამოგვემხობა თავზე! სად არიან მთაწმინდის დეპუტატობის კანდიდატები? მხოლოდ “წესიერებისა და პატიოსნების” გამო არჩევა უკვე წლებით გამოცდილი აბსტრაქციაა და პირადად ჩემთვის სულაც არ არის საკმარისი: კონკრეტულად როგორ და როდის დაიცავთ მთაწმინდას? […]

საუკუნის სათქმელი ლაშა ბუღაძისგან

საუკუნის სათქმელი ლაშა ბუღაძისგან

მწერალ ლაშა ბუღაძისგან საზოგადოება მიჩვეულია პირდაპირობას, თუმცა ბევრისთვის მისი მოსაზრებები მიუღებელია. ამჯერად ლაშა ბუღაძემ ქართული ოპერის დღევანდელ მდგომარეობაზე ისაუბრა და ოპერის მომღერლისგან ირაკლი კახიძისგან სიმართლის თქმისთვის მადლობაც დაიმსახურა. ირაკლი კახიძე: “საუკუნის სათქმელი თქვი ლაშა, საჯაროდ გიხდი მადლობას! ყველაზე დიდი ტრაგედია ხომ სიმართლის თქმაა ჩვენთან! გაგეხარდებათ ალბათ საღი აზრი! მოკეთეებო! აბა, ბევრი მოწონება სიმართლეს!”

ლაშა ბუღაძე: “ვიტყუებით”, რომ რუსთაველის ქვეყანა ვართ”

ლაშა ბუღაძე: "ვიტყუებით", რომ რუსთაველის ქვეყანა ვართ"

– ეტყობა, ჩვენი, ქართული ბედი ყოფილა კონტრასტებით ცხოვრება – როცა გეამაყება, ქართველი რომ ხარ და თან თავის გამოყოფა არ გინდა სირცხვილისგან, – აცხადებს მწერალი ლაშა ბუღაძე: “ეს გოეთეს სამუშაო ოთახია ვაიმარში. მარცხნივ მისი ცნობილი დაფა-კათედრაა, სადაც ის ფეხზე მდგომი ასრულებდა “ფაუსტის” მეორე ნაწილს (რადგან თითქმის არასდროს ჯდებოდა წერის დროს), შუაში მაგიდა, სადაც, სავარაუდოდ, ერთგულ ეკერმანს […]

ლაშა ბუღაძე: “პოლიტიკოსები მიდიან და მოდიან, სიტყვა კი რჩება!”

ლაშა ბუღაძე: "პოლიტკიოსები მიდიან და მოდიან, სიტყვა კი რჩება!"

ეს განცხადება მწერალმა და დრამატურგმა ლაშა ბუღაძემ ფრანკფურტში ლიტერატურული პრემია “საბას” დაჯილდოების ცერემონიალზე გააკეთა. ნომინაციაში წლის საუკეთესო რომანი პრემია “საბა” ლაშა ბუღაძის წიგნს “პატარა ქვეყანა” გადაეცა. ლაშა ბუღაძე: “ეს პატარა ქვეყანა – საქართველო ჩვენთვის, როგორც მწერლებისთვის და ადამიანებისთვის, ძალიან სათუთია. ეს პატარა ქვეყანა არის რაღაცნაირად პრინციპის განსახიერება ჩემთვის. ქართული ლიტერატურა 15 საუკუნეს ითვლის. ქართული ლიტერატურა […]

ლაშა ბუღაძე: “დასაწყისში იყო სიტყვა… მერე კი აკრძალვა”

ლაშა ბუღაძე: "დასაწყისში იყო სიტყვა... მერე კი აკრძალვა"

– ცენზურის ისტორია პარადოქსების ისტორიაა. ასე, მაგალითად, რელიგიის თავგამოდებული დაცვის მიზნით ერთხელ სწორედ რელიგიასვე მიაყენეს დიდი შეურაცხყოფა და ზიანი, – აცხადებს მწერალი ლაშა ბუღაძე: “რელიგიის საკითხების განმკარგავმა უმაღლესმა ორგანომ მაინცდამაინც იმ ტექსტს გამოუცხადა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა, საიდანაც სწორედ ეს რელიგია იყო აღმოცენებული. მათი აზრით, ამ წიგნის წაკითხვა – დიახ, სწორედ წაკითხვა – დიდი და ავტორიტეტული შუამავლების […]

ლაშა ბუღაძე: “რა სირცხვილია…”

ლაშა ბუღაძე დრამატურგ ქალებზე

“ქალი დაგავიწყდათ” – ასე უწოდებს თავის ახალ ჩანაწერს მწერალი და დრამატურგი ლაშა ბუღაძე და დრამატურგიის თემაზე გამართულ კონფერენციას იხსენებს. ლაშა ბუღაძე: “მახსოვს, დრამატურგიის კუთხით ერთ არცთუ გამართულ კონფერენციაზე აღმოვჩნდი რამდენიმე წლის წინ და სხვადასხვა თემაზე საუბრის შემდეგ, მოულოდნელად ჩემთვის საინტერესო თანამედროვე მწერლების ჩამოთვლა მთხოვეს. მართალია, მწერლებზე შეკითხვას არ ველოდი, რადგან მანამდე, არც მეტი, არც ნაკლები, […]

ლაშა ბუღაძე: “იხმაურეთ!”

ლაშა ბუღაძე: "ვიტყუებით", რომ რუსთაველის ქვეყანა ვართ"

მწერალი ლაშა ბუღაძე ქართულ საზოგადოებას მიმართავს და მეტი მოქმედებისა და ხმაურისკენ მოუწოდებს. დრამატურგი ახალ ჩანაწერს აქვეყნებს სახელწოდებით “ანტიგონეს დაუმარხავი ძმა”, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს ეძღვნება: “გახსოვთ სოფოკლეს “ანტიგონე”? ტრაგედია პატარა ანტიგონესა და ძლევამოსილი მეფე კრეონის დაპირისპირების შესახებ. კრეონი ბრძანებას გასცემს, რომ დაუმარხავად დატოვონ ოიდიპოსის ერთ-ერთი ვაჟი (ანტიგონეს ძმა) და სიკვდილით […]

ლაშა ბუღაძე: “შოკში ჩაგვაგდო…”

ლაშა ბუღაძე: "დასაწყისში იყო სიტყვა... მერე კი აკრძალვა"

– რატომ არ მიხარია ახალი წელი? – ასე უწოდებს მწერალი ლაშა ბუღაძე თავის ჩანაწერს და ამის მიზეზებსაც დეტალურად განმარტავს: “იმიტომ რომ, რთულია შოკიდან გართობაზე გადასვლა. რთულია ხელაღებით დაივიწყო გუშინ მომხდარი და ბედნიერი აღტაცებით გიხაროდეს დღევანდელი დღე. რთულია სასოწარკვეთილების უცაბედი და “სავალდებულო” მხიარულებით გარდაქმნა. რთულია ტრაგიზმის სტრესის ჩანაცვლება აუცილებელი ზეიმის სტრესით. არ მიხარია, რადგან არსად წასულა, […]

თეიმურაზ ქორიძე: “ღმერთმა ქნას, ვცდებოდე”

– თუ ლაშა ბუღაძე და მისი ამქარი თვითონ ვერ ხვდებიან, რომ ქართულ ლიტერატურასაც, ჟურნალისტიკასაც და მართლმსაჯულებასაც, ნებსით თუ უნებლიეთ, მყრალ ჭაობში ითრევენ, იქნებ ჩვენ ავუხსნათ, – აცხადებს პუბლიცისტი თეიმურაზ ქორიძე. “ღმერთმა ქნას, ვცდებოდე, მაგრამ „რატიანის საქმემ“ გამოაჩინა, რომ თანამედროვე ქართულ მხატვრულ ლიტერატურას შავი დღე უდგას – იგი, პირდაპირი გაგებით, მწერალთა ერთი ხმაურიანი ჯგუფის ტყვეობაშია. არ […]