8 მაისი, 2019

“ერისიონი” და “სუხიშვილები” გავაერთიანოთ

"ერისიონი" და "სუხიშვილები" გავაერთიანოთ– “ერისიონი” და “სუხიშვილები” გავარეიანოთ, – ამ ინიციატივით მწერალი ლაშა ბუღაძე გამოდის და წიგნის ეროვნული ცენტრისა და მწერალთა სახლის გაერთიანებას აპროტესტებს:

“რა არის ახლა ეს გაერთიანება? პროფილურად აბსოლუტურად განსხვავებულია წიგნის ცენტრი და მწერალთა სახლი. ასე მაშინ „სუხიშვილებიც“ ცეკვავენ და „ერისიონშიც“ ცეკვავენ და გავაერთიანოთ.

და ასე თეატრია მარჯანიშვილის თეატრი და ოპერის თეატრი. ორივე ადგილას ადამიანი სცენაზე დგას. შეიძლება ძალიანაც უნდა. ასე შეიძლება მწერლები დავაქორწინოთ მწერლებზე. ჟურნალისტები… და ბოლოს დიდი გაერთიანება მართლაც საბჭოური. ამ შემთხვევაში ჩვენ ერთის მხრივ ვხედავთ სრულ არაკომპეტენტურობას და არაპროფესიონალიზმს.”