“რუსული კულტურის ცენტრს ვერ გახსნით! გამორცხულია!”

"რუსული კულტურის ცენტრს ვერ გახსნით! გამორცხულია!"რუსი დიპლომატის გრიგორი კარასინის მიერ თბილისში რუსული კულტურის ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას  საზოგადოებაში უარყოფითი დამოკიდებულება მოჰყვა.

პაატა შამუგია, პოეტი:

“კარასინის მიერ გახსნილი კულტურის ცენტრი იგივეა, რაც გავრილოვის მიერ გახსნილი მართლმადიდებლობის ფორუმი.

არც ერთი იყო კულტმუშაკი და არც მეორე – მართლმადიდებელი, ორივე ბედკრული კაგებეს შვილი იყო.

პ.ს. აქვე ყოჩაღ კეკელიძეს! გასაგებად და პირდაპირ აჯახა უარი!”

დავით გაბუნია, დრამატურგი:

“ტ.აკში გაიკეთეთ რუსული კულტურის ცენტრი. “კულტურა” (ანუ, ხელოვნება იგივე ისკუსტვო) არანაირ ხიდებს არ აგებს და არავითარ ხალხთა მეგობრობას არ აძლიერებს.

უბრალოდ ქმნის ილუზიას, რომ ყველაფერი კარგადაა, რა გვაქვს გასაყოფი, მი ს ვამი ბრაწია, კაკ მი ლიუბიმ ხაჩაპური. ეს არის ცალმხრივი აქტი, ექსპანსია და მეტი არაფერი, რომ გაძლიერდეს უიმისოდაც ძლიერი “ნარატივი” ძმობის, ერთობის და ნათესაობის. პაშლი ნა.უი.”

მაია დარსმელიძე, მომღერალი:

“რუსული ოცნება. ჩვენ ყველამ საზღვარგარეთ რომ გავასხათ და აქ, ჩვენი ქვეყნისგან რუსკი ზასრანსკი რომ მოეწყოს.”

ლაშა ბუღაძე, მწერალი:
“კიდევ ერთი პროპაგანდისტულ-პროვოკაციული ოინი ჩვენი ბირთვული “პარტნიორებისგან”, საქართველოს რუსიფიკაცია იმპერიის ორასწლიანი ბატონობის პირობებშიც კი ვერ მოხერხდა, ამიტომ ამ მხრივ დიდი შფოთვა არ ღირს, ამაო მცდელობაა, რომ ცხინვალში დატყვევებული ექიმიდან გადავიტანოთ ყურადღების და “რეაგირების” პოლუსი…

ისე კი, მგონი მართებული იქნება, თუკი შემდეგ შეხვედრაზე რუსეთში ქართული ენისა და კულტურის ცენტრების გახსნას მოვითხოვთ პასუხად: რითია ქართული კულტურა რუსულზე ნაკლებ ექსპანსიური?!”

ნიკა ჩერქეზიშვილი, პოეტი:

“ღრმად პატივცემულ” გრიგორ კარასინს ინიციატივა გამოუხატავს, რომ მიმდინარე წლის დეკემბერში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნას თბილისში.

არავინ გამოხტეს ახლა, გრიგორის “ღრმად პატივცემულობისა” არ იყოს, “ღრმად ინფორმირებული” და არ თქვას, რომ დეზინფორმაციაა და ა.შ და ა.შ.

მთელი საქართველოს ოკუპაცია და მიტაცებაა რუსეთის ერთი რიგითი ინიციატივაცა და გენერალური გეგმაც.

ჰოდა, დაახვიონ ეგ უადგილო წამოწყება და მოუძებნონ ადგილი.

მარტივი მისახვედრია, რა ადგილსაც ვგულისხმობ.

კულტურასა და განათლებაზე საუბრობენ თავისუფალი ადამიანები თავისუფალ სივრცეში და არა ძალადობრივი რეჟიმები, ოკუპანტები და მავთულხლართმეიქერები.

ელემენტარული ადამიანურობა რომ გააჩნდეთ ამათ, ავადმყოფის სამკურნალოდ წასულ ექიმს არ გამოამწყვდევდნენ ციხეში.”

ხატია დეკანოიძე, პოლიტიკოსი:

“რუსული კულტურის ცენტრს ვერ გახსნით! ვერ გახსნით და მორჩა! გამორცხულია, აი, მაშინ ნახეთ ამბავი!”