ჭდე: ხელოვნების სასახლე

ხელოვნების სასახლემ უნიკალური დღემდე გამოუქვეყნებელი საარქივო მასალები გამოსცა

ხელოვნების სასახლემ უნიკალური დღემდე გამოუქვეყნებელი საარქივო მასალები გამოსცა

ხელოვნების სასახლემ უნიკალური დღემდე გამოუქვეყნებელი საარქივო მასალები ერთწლიანი თავდაუზოგავი შრომის შედეგად ერთ წიგნში გააერთიანა. „1918-1920 წლების ქართული ხელოვნება“ – ასე ჰქვია 300-გვერდიან ფერად ალბომს. გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლის დირექტორი: „1918-1920 წლების ქართული ხელოვნება“, თამამად შემიძლია ვთქვა რომ დემოკრატიული საქართველოს ხელოვნებაზე მანამდე ასეთი წიგნი არ არსებობდა, აქ შევიდა უნიკალური დღემდე გამოუქვეყნებელი საარქივო მასალები! იყო დიდი შრომა […]

უშანგი ჩხეიძე ჰამლეტის როლში – პორტრეტი ხელოვნების სასახლეს გადაეცა

უშანგი ჩხეიძე ჰამლეტის როლში - პორტრეტი ხელოვნების სასახლეს გადაეცა

ქართული თეატრის გამორჩეული მსახიობის უშანგი ჩხეიძის პორტრეტი, სადაც იგი ჰამლეტის როლშია დახატული, ხელოვნების სასახლეს გადაეცა. მონუმენტური და შთამბეჭდავი ნამუშევრის ავტორი XX საუკუნის ცნობილი ქართველი ფერმწერის კორნელი სანაძის შესრულებულია. ნახატი უკვე მუდმივმოქმედ ექსპოზიციაშია და მისი ნახვა მუზეუმში მისულ დამთვალიერებელს შეუძლია. გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლის დირექტორი: “უშანგი ჩხეიძე ჰამლეტის როლში – მონუმენტური და შთამბეჭდავი პორტრეტი, ოჯახთან მოლაპარაკებების […]

სვიმონ დადიანი – ქართველი მოდილიანის დაბრუნება

სვიმონ დადიანი - ქართველი მოდილიანის დაბრუნება

სვიმონ (სიმონიკა) დადიანს ქართველი მოდილიანი უწოდეს. მისი უნიკალური კოლექცია საქართველოში ხელოვნების სასახლის ხელმძღვანელის გიორგი კალანდიას და მისი თანამოაზრეების თავდაუზოგავი შრომის შედეგად დაბრუნდა. ახლა კი მისი ნამუშევრების ალბომიც გამოიცა. გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლის დირექტორი: “დიდი ხნის შრომის და ფიქრის შედეგი, სვიმონ დადიანის ალბომი გამოვიდა. ეს ის სიმონიკაა, რომელსაც ქართველ მოდილიანს ვეძახით და რომლის ნამუშევრები შარშან პარიზიდან […]

მეფე პოეტის თეიმურაზის პორტრეტი 257 წლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა

მეფე პოეტის თეიმურაზის პორტრეტი 257 წლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა

ქართლ-კახეთის გვირგვინოსანის, მეფე პოეტის თეიმურაზის პორტრეტი 257 წლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. ჩანაფიქრი ხელოვნების სასახლემ ფონდ “ქართუს” დახმარებით განახორციელა. გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლის დირექტორი: “ფონდ “ქართუს” მიერ შეძენილი ნახატის მისამართით არის ძალიან დიდი ინტერესი. მთელი დღე ჩემი ტელეფონი არ გაჩერებულა, ძლივს მოვიტანეთ თავი საღამომდე და ახლა ვასაჯაროებთ პირველ ფოტო მასალას. ხვალ კადრებს იხილავთ, ზეგიდან კი ორი […]

ქართული ანბანის ისტორია 160-ზე მეტი ექსპონატით გაცოცხლდა

ქართული ანბანის ისტორია 160-ზე მეტი ექსპონატით გაცოცხლდა

გერმანიის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა და ცნობილმა გაზეთმა “Frankfurter Algemeine” ქართული ანბანის ისტორიის შესახებ მოწყობილ გამოფენას ვრცელი სტატია მიუძღვნა. ოფენბახის შრიფტის მუზეუმში ქართული ანბანის ისტორია 160-ზე მეტი ექსპონატით გაცოცხლდა. გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლის დირექტორი: “ქართული ანბანის კიდევ ერთი დიდი წარმატება! დღეს გერმანიის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა და ცნობილმა გაზეთმა “Frankfurter Algemeine” დიდი სტატია მიუძღვნა ხელოვნების სასახლის მიერ […]

ქართული ანბანი გერმანიას იპყრობს

ქართული ანბანი გერმანიას იპყრობს

რამდენიმე დღეში გერმანიაში ფრანკფურტის წიგნის ფესტივალი გაიხსნება. საქართველო ამ ფესტივალისთვის წელს განსაკუთრებულად მოემზადა. ქართული ანბანი და ლიტერატურა გერმანიაში მთელი თავისი ბრწყინვალებით იქნება წარმოდგენილი. ქართული ანბანი გერმანიას იპყრობს. გერმანიის ერთ-ერთმა უდიდესმა გამოცემამ „Frankfurt spezial“-მა ხელოვნების სასახლის მიერ ოფენბახის შრიფტის მუზეუმში დაგეგმილი გამოფენის პოსტერი დაბეჭდა. გაზეთი 250 ათასიანი ტირაჟით გამოდის და მთელს გერმანიაში ვრცელდება. გაზეთმა ”Offenbach-post”-მა კი […]

არტემ ანტანოსის ფერწერა ხელოვნების სასახლეში გამოიფინება

არტემ ანტანოსის ფერწერა ხელოვნების სასახლეში გამოიფინება

23 სექტემბერს, 19 საათზე, ხელოვნების სასახლეში მხატვარ არტემ ანტანოსის პერსონალური გამოფენა-გაყიდვა გაიხსნება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის მიერ სხვადასხვა თემაზე შესრულებული 40-მდე ფერწერულ ტილო, რომელთა უმეტესობაც ხელოვანმა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შექმნა. არტემ ანტანოსმა ხატვა ბავშვობიდან დაიწყო, 2008 წელს იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი დაამთავრა, 2014 წლიდან კი – ხელოვნების სასახლის მხატვარ რესტავრატორია. გამოფენა ხელოვნების სასახლეში […]

„ანი-დან ჰოე-მდე“ – ქართული ანბანის ორიგინალური ალბომი

„ანი-დან ჰოე-მდე“ - ქართული ანბანის ორიგინალური ალბომი

„ანი-დან ჰოე-მდე“ – ასე ჰქვია ალბომს, რომლის პრეზენტაციაც 21 სექტემბერს, 19 საათზე, საქართველოს ხელოვნების სასახლეში გაიმართება. გამოცემა „ანი-დან ჰოე-მდე“ დიმა თოფურიძის წარმოსახვითი სამყაროს მეტად ორიგინალური გადაწყვეტაა. ალბომის სახით მათი გამოცემის იდეა 2018 წლის გაზაფხულზე გამომცემლობა „აგორას“ მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ქართველ თანამშრომელთა ასოციაციამ მიაწოდა. ქართული ანბანის და ქართული ხალხური თუ ლიტერატურული საუნჯის პოპულარიზაციის […]

ქართული ანბანი გერმანული მედიის ფოკუსში

ქართული ანბანი გერმანული მედიის ფოკუსში

4 ოქტომბერს ოფენბახის შრიფტის მუზეუმში ქართული ანბანისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და ხელოვნების სასახლემ მოამზადა. ექსპოზიცია უკვე მოექცა გერმანული მედიის ყურადღების ცენტრში. აი, რას წერს გერმანული ელექტრონული მედია მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს ოფენბახის შრიფტის მუზეუმში ქართული ანბანისადმი მიძღვნილ გამოფენაზე: “თბილისი ჩემს ფიქრებში. შრიფტის ძველი და ახალი ხელოვნება საქართველოდან. […]

მისი უდიდებულესობა ქართული ანბანი ევროპელი დამთვალიერებლის წინაშე

მისი უდიდებულესობა ქართული ანბანი ევროპელი დამთვალიერებლის წინაშე

სულ მალე ქართული ანბანი ევროპელი დამთვალიერებლის წინაშე წარსდგება. ხელოვნების სასახლემ ფრანკფურტში დაგეგმილი გამოფენისთვის სარეკლამო ბანერი დაამზადა და მთავარ ფიგურად აფხაზეთიდან, მოქვის ოთხთავიდან ასო ბგერა “დ” აარჩია. გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლის დირექტორი: ”აი, ესეც ჩვენი ფრანკფურტში დაგეგმილი გამოფენის სარეკლამო ბანერი. მთავარი ფიგურა აფხაზეთიდან, მოქვის ოთხთავიდანაა (ასო ბგერა “დ” ჩვენთან დაცული რენე შმერლინგის ასლი). მალე ეს რეკლამა […]