ჭდე: ხელოვნების სასახლე

ისტორიული ქართული ქსოვილის აღდგენა დაიწყო

ისტორიული ქართული ქსოვილის აღდგენა დაიწყო

ხელოვნების სასახლემ ისტორიული ქართული ქსოვილის აღდგენა დაიწყო. გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლის მუზეუმი: “ხელოვნების სასახლეში საქმე წუთით არ ჩერდება. აი ისიც, სასახლეში წარმოებული პირველი ისტორიული ქსოვილი, ძვირფას აბრეშუმზე შესრულებული, საუკუნოვანი მეთოდით და ნაცადი ხერხით, ჩვენი დიდი წინაპრების სამოსიდან გადმოტანილი ორნამენტებით და ჩუქურთმებით! ეს ჯერ დასაწყისია. წინ უფრო დიდი სიურპრიზები გელით. სასახლის ტექსტილის მანუფაქტურა მთელი დატვირთვით იწყებს […]

კარგი ახალი ამბავი ხელოვნების სასახლიდან

კარგი ახალი ამბავი ხელოვნების სასახლიდან

ხელოვნების სასახლიდან პირველი კარგი ახალი ამბავი უკვე შევიტყვეთ. ხელოვნების სასახლის კოლექცია წელს პირველი ახალი ექსპონატით უკვე შეივსო. ქართველი მწერლის, ეროვნული თეატრის გამორჩეული მოღვაწის, დავით ერისთავის პორტრეტი, უნიკალური ფერწერული ნამუშევარი, რომელიც გასული საუკუნის დასაწყისში შეიქმნა, მუზეუმისათვის დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდმა შეიძინა. ნახატის ავტორი დიდი ქართველი ფერმწერი და გრაფიკოსი, ახალი ეროვნული მხატვრობის ერთ-ერთი ფუძემდებელი ალექსანდრე ბერიძეა. პორტრეტი […]

ხელოვნების სასახლის უდიდესი წარმატება

ხელოვნების სასახლის უდიდესი წარმატება

ხელოვნების სასახლის საერთაშორისო წარმატება ყველა იმ ადამიანს გაახარებს, ვინც საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დიდი გულშემატკივარია. ხელოვნების სასახლე ევროპის საუკეთესო მუზეუმის ნომინანტთა შორის დასახელდა. გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლის დირექტორი: “ქართული სამუზეუმო კულტურის კიდევ ერთი დიდი აღიარება! ხელოვნების სასახლე ევროპის საუკეთესო მუზეუმის ნომინანტთა შორის დასახელდა! 2019 წლის 21-23 ნოემბერს ქალაქ პორტიმაოში (პორტუგალია) გაიმართა […]

უნიკალური ქართული სარიტუალო გვირგვინი ხელოვნების სასახლეში

უნიკალური ქართული სარიტუალო გვირგვინი ხელოვნების სასახლეში

ხელოვნების სასახლეში უნიკალური ქართული სარიტუალო გვირგვინი გამოიფინება. 11 დეკემბერს, 19 საათზე, ხელოვნების სასახლში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით წიგნის პრეზენტაცია „ქართველთა თავსაბურავი“ გაიმართება. 600-გვერდიანი, ორენოვანი კატალოგი ფართომასშტაბიანი სამეცნიერო პროექტის ნაწილია და „ქსოვილი საქართველოდან“ გამოცემის მეორე ტომს წარმოადგენს. ენციკლოპედიური ნაშრომში შესულია როგორც ხელოვნების სასახლის, ასევე ამავე სასახლის ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის კოლექციები, […]

საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი ხელოვნების სასახლეში

საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი ხელოვნების სასახლეში

ელისო ვირსალაძის ცენტრი 10 დეკემბერს საფორტეპიანო მუსიკის მოყვარულებს ხელოვნების სასახლეში ეპატიჟება. ჩვენი დროის გამორჩეული მუსიკოსი, ვიეტნამური წარმოშობის კანადელი პიანისტი დანგ ტაი შონი საფორტეპიანო მუსიკის კონცერტშე შეასრულებს დებიუსის, პადერევსკის და შოპენის ნაწარმოებებს. საღამო პროექტის “კლასიკური მუსიკა ალტერნატიულ სივრცეში” ფარგლებში ჩატარდება. პიანისტი დანგ ტაი შონი მუსიკალური სამყაროს ყურადღების ცენტრში 1980 წლის ოქტომბერში მოექცა, როდესაც ვარშავაში, შოპენის სახელობის […]

„ვეფხვაძეები – მხატვართა ოთხი თაობა“ ხელოვნების სასახლეში

„ვეფხვაძეები - მხატვართა ოთხი თაობა“ ხელოვნების სასახლეში

15 ნოემბერს, 19 საათზე, საქართველოს ხელოვნების სასახლში, თბილისის მერიის მხარდაჭერით, გამოფენა „ვეფხვაძეები – მხატვართა ოთხი თაობა“ გაიხსნება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ვეფხვაძეების მხატვართა დინასტიის ოთხივე თაობის – ივანე ვეფხვაძის (1888-1971), ალექსი ვეფხვაძის (1921-1982), ჯოვანი ვეფხვაძისა (1949-2016) და ბრუნო ვეფხვაძის მიერ შესრულებული ფერწერული ნამუშევრები – პორტრეტები, პეიზაჟები, ისტორიული სიუჟეტები და სხვა. გამოფენის ფარგლებში გაიმართება ორენოვანი კატალოგის პრეზენტაციაც, […]

ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილე ხელოვნების სასახლეში

ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილე ხელოვნების სასახლეში

28 ოქტომბერს, 18 საათზე, ხელოვნების სასახლეში საქართველოს პირველი პრეზიდენტის (1991-1992), ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის (1973-1990), მთარგმნელის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის და საქართველოს ეროვნული გმირის – ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ხელოვნების სასახლეში დაცული უნიკალური ვიდეო, აუდიო და საარქივო დოკუმენტები, რომლებიც ზვიად გამსახურდიას პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ფართო საზოგადოებას ბევრ […]

ხელოვნების სასახლეში საქართველოსა და ისტორიული ტაო-კლარჯეთის ფოტოები გამოიფინება

ხელოვნების სასახლეში საქართველოსა და ისტორიული ტაო-კლარჯეთის ფოტოები გამოიფინება

ხელოვნების სასახლეში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით გაიხსნება გერმანელი მხატვრის, მოგზაურისა და მკვლევარის ვერნერ რუდიგერის მიერ XX საუკუნის 70-80-იან წლებში საქართველოსა და ისტორიულ ტაო-კლარჯეთში გადაღებული ფოტოების გამოფენა. ექსპოზიცია მრავალმხრივ არის საინტერესო, რადგან ფოტოებზე აღბეჭდილი ბევრი ქართული ისტორიული ძეგლი, დღეს უკვე სახეცვლილია ან საერთოდ აღარ არსებობს. ფოტოებს მხატვრულისა და ეთნოგრაფიულის გარდა, სამეცნიერო მნიშვნელობაც აქვს, ვინაიდან ავტორს […]

ხელოვნების სასახლის ძვირფასი ექსპონატები პრეზიდენტის სასახლეში

ხელოვნების სასახლის უნიკალური ექსპონატები პრეზიდენტის სასახლეში

ხელოვნების სასახლის უნიკალური ექსპონატები საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სასახლეში საგანგებო, ერთდღიან გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი. ექსპოზიცია უნგრეთის პრეზიდენტის იანოშ ადერისას საქართველოში ვიზიტს ეძღვნება. გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლის დირექტორი: “ხვალ საქართველოს უნგრეთის პრეზიდენტი იანოშ ადერისა ეწვევა. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერით მოგვეცა უნიკალური შანსი უცხოელი სტუმარისათვის ქართული კულტურა მთელი თავისი ხიბლითა და ბრწყინვალებით წარმოგვედგინა. სწორედ ამიტომაც, ხვალ, […]

ნიკოლოზ ბარათაშვილის ყველაზე ძველი და უნიკალური პორტრეტი

ნიკოლოზ ბარათაშვილის ყველაზე ძველი და უნიკალური პორტრეტი

რომანტიკოსი პოეტის ნიკოლოზ ბარათაშვილის ყველაზე ძველი და უნიკალური პორტრეტი 70-იანი წლების ბოლოს ხელთ ჰქონდა ილია ჭავჭავაძეს. ამ პორტრეტს “თუმანიშვილისეულ სურათსაც” უწოდებენ. ჩანახატმა გაიარა ავტორიტეტული ექსპერტიზა და ამ სურათს არ მისცეს ვიზა დასაბეჭდად. მიუხედავად ამისა, თუმანიშვილისეულ ჩანახატს ნიკოლოზ ბარათაშვილის სახის აღდგენის საქმეში მაინც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, რადგან ცნობილია მისადმი პოეტის დების დამოკიდებულება. მოსე თოიძე წერს, რომ […]