18 თებერვალი, 2024

ალჟბეტა იუნგროვას ფოტოგამოფენა ხელოვნების სასახლეში გაიმართება

20 თებერვალს 17:00 საათზე ხელოვნების სასახლეში გაიხსნება ალჟბეტა იუნგროვას პერსონალური ფოტოგამოფენა. გამოფენაზე დამთვალიერებელი იხილავს ჩეხური ტრადიციების ამსახველ ფოტომასალას. ღონისძიება მომზადდა “ჩეხეთის ცენტრის” ინიციატივით.
(ჩეხეთის ცენტრი გალხავთ ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაარსებული კულტურის ინსტიტუტი.)
ყველა ერს აქვს თავისი ტრადიციები. ისინი თანდათან იცვლებიან ან მთლიანად ქრებიან ჩვენი ცხოვრებიდან.

ჩეხური ტრადიციების ფოტოების კოლექცია ოთხ წელზე მეტი ხნის განმავლობაში თანდათან იქმნებოდა. ხელნაკეთობების დოკუმენტირების ეს ორიგინალური კონცეფცია, თაობიდან თაობას გადაეცემა. ხელნაკეთობები არის დაკავშირებული მათ გამოყენებასთან, რაც დაკავშირებულია ტრადიციულ წეს-ჩვეულებებთან… ერთი წეს-ჩვეულება და ტრადიცია უკავშირდება მეორეს და განსხვავდება ერთმანეთისგან არა მხოლოდ რეგიონების, მდებარეობის მიხედვით, არამედ თუნდაც სოფლების მიხედვით.
ის, რაც ორწლიანი პროექტი უნდა ყოფილიყო, გადაიქცა ნამუშევრების გრძელვადიან აქტივობად, რომელიც 5 წლის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა.

ფოტოგრაფი აღნიშნავს: “ტრადიცია და ტრადიციული ნამუშევრები იმ საკითხთა შორისაა, რომლებიც თანდათან ქრება, ისევე როგორც იცვლება სოფლის ცხოვრება. ამიტომ, ინტერესით ჩავერთე ამ პროექტში და ვცდილობ ჩავიწერო სამყაროს ნაწილი მაინც, რომელიც თანდათან ქრება.

ჩემთვის, ქალაქელი ბავშვისთვის, უაღრესად ამაღელვებელია იმ მრავალფეროვნებისა და სილამაზის აღმოჩენა, რომელიც ჩვენი კულტურის ფესვებს ეკუთვნის.”