26 სექტემბერი, 2023

ხელოვნების სასახლის გრანდიოზული პროექტი

ხელოვნების სასახლის მეცნიერთა ჯგუფი ძალიან მალე საზოგადოებას გრანდიოზულ პროექტს წარუდგენს.

გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლის დირექტორი:

“უკვე 2 წელია ხელოვნების სასახლის მეცნიერთა ჯგუფი სამეგრელოში სამეცნიერო ექსპედიციების ფარგლებში მუშაობს. გვქონდა ბედნიერება არაერთ სიძველეს ვწვეოდით, აგვეზომა, ფოტოზე დაგვეფიქსირებინა და ჩაგვეხატა..

ჩვენს მიერ გადმოღებული ლაპიდარული წარწერების რაოდენობამ 100 ერთეულს გადააჭარბა… ფოტოზე დაფიქსირდა ფრესკული მხატვრობის ყველა ნიმუში, შესწავლილია უნიკალური ტაძრები, ციხეები, სამუზეუმო ექსპონატი.

პროექტი რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით მიმდინარეობს და თავიდან 2 დიდი ფორმატის კრებულის გამოცემა გვქონდა გადაწყვეტილი, თუმცა ექსპედიციის მიერ მოპოვებული სამეცნიერო მასალა იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ მესამე ტომის მომზადებაც გახდა საჭირო..

ამ კეთილშობილურ წამოწყებაში შემოგვიერთდა საქველმოქმედო ფონდი “ხარება” და ჩვენი პროექტი უფრო მასშტაბური და მრავალმხრივი გახადა.. განსაკუთრებული მადლობა ფონდის დამფუძნებლებს და გამორჩეულად ბატონ თემურ ვეკუას, რომელმაც დიდი გულისხმიერება გამოიჩინა ჩვენი მუზეუმის მისამართით…

ასე რომ, მომავალ წელს ფონდ “ხარება”-სთან ერთად, ხელოვნების სასახლე, ზუგდიდის დადიანების სასახლე და რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი მკითხველს აჩუქებს დიდ მონოგრაფიას, ფერად სამტომეულს “სამეგრელო”… საქართველოს ამ ულამაზეს კუთხეზე ამ მასშტაბის გამოცემა ჯერ არ მომზადებულა.”