30 იანვარი, 2023

გამოფენა “ქართული პორტრეტი” ხელოვნების სასახლეში გაიხსნება

31 იანვარს, 18:00 საათზე, ხელოვნების სასახლეში გაიხსნება გამოფენა სახელწოდებით: “ქართული პორტრეტი”.

ექსპოზიციაზე დამთვალიერებელი უჩა ჯაფარიძის, ლადო გუდიაშვილის, ვალერიან სიდამონ-ერისთავის, თაზო ხუციშვილის, რობერტ სტურუას, ვახო რურუას, კირილე ზდანევიჩის, კორნელი სანაძის, ქეთევან მაღალაშვილის, ივანე ვეფხვაძის, გიორგი გეგეჭკორისა და სხვა არაერთი სახელოვანი მხატვრის შემოქმედებას იხილავს.