23 დეკემბერი, 2022

ხელოვნების სასახლეს ოქროს მედალოსანი მხატვრის ნამუშევარი საჩუქრად გადაეცა

ხელოვნების სასახლეს პარიზის მსოფლიო და ბერლინის საიუბილეო გამოფენების ოქროს მედალოსანი მხატვრის ნამუშევარი საჩუქრად გადაეცა

ხელოვნების სასახლეს მზრუნველთა საბჭოს წევრმა, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე კინოპროდიუსერმა სერგეი იახონტოვმა ცნობილი მხატვარ-ბატალისტის უნიკალური ნამუშევარი გადასცა.

ნახატი სახელად „კავკასიაში“ 1897 წელსაა შერულებული. ნამუშევრის ავტორი მსოფლიოში ცნობილი მხატვარი პავლე კოვალევსკია. პავლე კოვალევსკიმ 1873 წელს სამი წელი იმოგზაურა ევროპაში, გერმანიაში, ავსტრიასა და იტალიაში, ძირითადად მუშაობდა რომში. 1876 წელს საიმპერატორო სამხატვრო აკადემიის აკადემიკოსის წოდება მიენიჭა. 1878 წელს მხატვარმა პარიზის მსოფლიო გამოფენაზე მეორე კლასის ოქროს მედალი მიიღო, 1886 წელს ბერლინის საიუბილეო გამოფენაზე კი მას ოქროს ჯილდო გადასცეს.

მხატვრის ნამუშევრები დაცულია მსოფლიოს წამყვან მუზეუმებში, მათ შორის ტრეატიაკოვის გალერეაში.