23 ივლისი, 2020

უცნაური აღმოჩენა ხელოვნების სასახლეში

უცნაური აღმოჩენა ხელოვნების სასახლეშიხელოვნების სასახლეში არაერთი უნიკალური და ძვირფასი ნივთია დაცული. სასახლის ხელმძღვანელმა, ისტორიკოსმა გიორგი კალანდიამ უცნაური აღმოჩენა გააკეთა:

“დღეს ხელოვნების სასახლეში ერთი უცნაური აღმოჩენის ავტორი გავხდი, მაშ ასე: – ჩვენს მუზეუმში უკვე რამდენიმე წელია ინახება ფილმ “ანთიმოზ ივერიელის” რეკვიზიტები, მათ შორის ივერიელის კვერთხი.

დღეს ამ ნივთის თვალიერების დროს მივხვდი, რომ აშკარად რაღაც სიძველესთან გვქონდა საქმე, უბრალოდ ეს სიძველე ფილმისდროინდელი ბუტაფორიების საბურველქვეშ იყო დამალული.

კარგად რომ დავაკვირდით, კვერთხის თავზე აღმოჩნდა ლამაზი მხედრული წარწერა, სადაც მოიხსენება იოსებ ბარათაშვილი. ქორონიკონად კი „ჩყვ“ ანუ 1806 წელია მითითებული, ამდენად, ჩვენი მუზეუმი კიდევ ერთი გამორჩეული სიძველის მფლობელი აღმოჩნდა.

ცნობილი ამბავია, რომ კინოსტუდიას XX საუკუნის 20-30 იან წლებში არაერთი სიძველე გადაეცა რეკვიზიტებად, მათ შორის, კოსტუმები, ჭურჭელი, ავეჯი და ა.შ. დღევანდელი აღმოჩენა ამის საუკეთესო დასტურია. ახლა ვიფიქრებთ ამ ნივთის რესტავრაციაზე და შემდეგ მის მუდმივ ექსპოზიციაში ექსპონირებაზე.”

აღმოჩენა ხელოვნების სასახლეში

აღმოჩენა ხელოვნების სასახლეში

აღმოჩენა ხელოვნების სასახლეში