ისტორიული ქართული ქსოვილის აღდგენა დაიწყო

ისტორიული ქართული ქსოვილის აღდგენა დაიწყოხელოვნების სასახლემ ისტორიული ქართული ქსოვილის აღდგენა დაიწყო.

გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლის მუზეუმი:

“ხელოვნების სასახლეში საქმე წუთით არ ჩერდება. აი ისიც, სასახლეში წარმოებული პირველი ისტორიული ქსოვილი, ძვირფას აბრეშუმზე შესრულებული, საუკუნოვანი მეთოდით და ნაცადი ხერხით, ჩვენი დიდი წინაპრების სამოსიდან გადმოტანილი ორნამენტებით და ჩუქურთმებით!

ეს ჯერ დასაწყისია. წინ უფრო დიდი სიურპრიზები გელით. სასახლის ტექსტილის მანუფაქტურა მთელი დატვირთვით იწყებს მუშაობას. ნიმუშების შეძენა მალე სასახლის სამუზეუმო მაღაზიაში შეგეძლებათ.

ეს ჯადოქრობა ეკატერინე გეგუჩაძემ ჩაიდინა, პროფესორი თინა კლდიაშვილია ამ საქმის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მამოძრავებელი ძალა, აღარაფერს ვამბობ ნინო თოდუაზე და ირინა საგანელიძეზე!

მოკლედ, ხელოვნების სასახლე პირველი ქართული მუზეუმია, რომელმაც ისტორიული ქართული ქსოვილის აღდგენა დაიწყო.”

ისტორიული ქართული ქსოვილის აღდგენა დაიწყო

ისტორიული ქართული ქსოვილის აღდგენა დაიწყო