21 მარტი, 2020

დაათვალიერეთ ხელოვნების სასახლე ვირტუალურად

ხელოვნების სასახლის ისტორიული ფასადი დაამახინჯესხელოვნების სასახლე გაძლევთ შანსს ვირტუალურად დაათვალიეროთ უნიკალური ექსპონატები:

http://360.artpalace.ge/

ძვირფასო მეგობრებო, ყველა კარგად ვაცნობიერებთ, რამდენად აუცილებელია სახლში დარჩენა. სახლში მყოფებს კი გვჭირდება სულიერი საზრდო.

საქართველოს ხელოვნების სასახლე ერთ-ერთი პირველი ქართული მუზეუმია, რომელიც ჩვენი საგამოფენო დარბაზების ვირტუალურად 3 დ რეჟიმში დათვალიერებას გთავაზობთ.

დაჯექით თქვენს პატარებთან ერთად და იმოგზაურეთ ამ მომხიბვლელ სამყაროში. აქვე შეგახსენებთ საქართველოს ხელოვნების სასახლე ერთადერთი ქართული მუზეუმია რომლის კოლექციები, მათ შორის თავშესაქცევი “zoom in” და “Art Self”-ის პროგრამებით გუგლის კულტურული ინსტიტუტის ვებ პლატფორმაზე შეგიძლიათ დაათვალიეროთ,” – ნათქვამია ხელოვნების სასახლის ოფიციალურ განცხადებაში.