7 ივლისი, 2020

ხელოვნების სასახლის ახალი გამოფენა გუგლის კულტურულ ინსტიტუტში

ხელოვნების სასახლის ახალი გამოფენა გუგლის კულტურულ ინსტიტუტშიგუგლის ხელოვნების და კულტურის ინსტიტუტმა ხელოვნების სასახლის მიერ ახალი გამოფენა მოამზადა.

საქართველოს ხელოვნების სასახლე გახლავთ ერთადერთი მუზეუმი საქართველოში, რომელიც თანამშრომლობს გუგლის ხელოვნების და კულტურის ინსტიტუტთან (Google Arts & Culture Institute).

GOOGLE-ის და ხელოვნების სასახლის მიერ მომზადდა რიგით მეათე ვირტუალური გამოფენა სახელწოდებით: “Art of the Florenskaya Sisters”.

XX საუკუნის დასაწყისში საქართველოში მოღვაწე პოლონური წარმოშობის დებმა თავიანთი შესანიშნავი ხელწერით ქართული ხელოვნების ისტორიაში მოდერნიზმის უმნიშვნელოვანესი ნიმუშები დატოვეს. დები ფლორენსკების ნამუშევრები გამოფენილია რუსეთსა და ევროპაში, თუმცა გუგლის ონლაინ პლატფორმაზე შესაძლებლობა გექნებათ იხილოთ დღემდე უცნობი და საინტერესო ნიმუშები მათი კოლექციიდან.

ხელოვნების სასახლის ახალი გამოფენა გუგლის კულტურულ ინსტიტუტში