
მუსიკალურ შოუში “დიდი სცენა” ერთ-ერთმა მონაწილემ 21 წლის ნიკა გოგუაძემ თავის რჩეულს მარიამს ხელი სთხოვა. ჟიურის წინაშე ნიკამ ელვის პრესლის ერთ-ერთი ცნობილი სიმღერა შეასრულა და შემდეგ ტურში გადასვლის თანხმობა შეყვარებულთან ერთად მიიღო.
უკრაინული საბავშვო “ვოისის” გამარჯვებულის ალექსანდრე ზაზარაშვილის კიდევ ერთი მსოფლიო “ვოისში” გამარჯვება მის გულშემატკივრებს ყველაზე მეტად გაახარებთ. “The Voice Global”-მა მსოფლიოს მასშტაბით ჩატარებული საბავშვო “ვოისის” საუკეთესო მუსიკალური რინგების ათეული გამოაქვეყნა, სადაც პირველი ადგილი ალექსანდრე ზაზარაშვილმა დაიკავა: “კიდევ ერთი მსოფლიო “ვოისში” გამარჯვება… 2019 წლის საუკეთესო Battle round #1 ადგილი.”
გადაცემა “წიგნების თაროში” უპრეცედენტო შემთხვევა დაფიქსირდა. ილია ვეკუას სახელობის სკოლის გუნდსა და ბათუმის სკოლა “ევრო 2000”-ის ნახევარფინალური თამაშშის დროს, ვეკუას სკოლის გუნდმა უარი განაცხადა პასუხი გაეცა კითხვაზე. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ “ევრო 2000”-ის მოთამაშეს თედო მენაბდეს პასუხში მხოლოდ ერთი ასო შეეშალა.
მსახიობი ეკა ნიჟარაძე მალე მაყურებლის წინაშე სრულიად ახალ ამპლუაში წარსდგება. იგი “მთავარ არხზე” ახალი გადაცემის “შუაღამე” წამყვანი იქნება და მაყურებელს ლელა წურწუმიასთან, ილო ბეროშვილთან და სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად მნიშვნელოვან და საინტერესო თემებზე ესაუბრება. მსახიობისთვის ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც იგი გადაცემაში არა სტუმრის სტატუსით, არამედ წამყვანის სტატუსითაა, ამიტომ განსაკუთრებით ღელავს და მაყურებელთან შესახვედრად ემზადება.
მუსიკალური შოუს “მხოლოდ ქართულის” მესამე სეზონის რჩეულები უკვე ცნობილია. მარინა ბერიძემ, სოფო ნიჟარაძემ და გიორგი უშიკიშვილმა კონკურსანტებს შორის ის საუკეთესო 10 მომღერალი შეარჩიეს, ვინც პროექტის მესამე სეზონის გამარჯვებულის ტიტულისთვის იბრძოლებს: ანა ქურთუბაძე, ნიკა შუბითიძე, თამთა ხუხუნაიშვილი, ნინი შონია, თორნიკე აბრამიშვილი, გიორგი ძოწენიძე, ლიკა ლოლომაძე, ლუკა ჭოხონელიძე, მარიამ მახათაძე და ლაშა ნანობაშვილი. ორშაბათიდან “მხოლოდ ქართულის” საკონკურსო […]
მომღერალ თემურ თათარაშვილის გადაწყვეტილება პროექტ “ცეკვავენ ვარსკვლავებთან” დაკავშირებით, ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ის და მისი პარტნიორი ლოლიტა მაჭავარიანი გავარდნის კანდიდატები აღმოჩნდნენ მახო გარსევანიშვილთან და ირა კვიტინსკაიასთან ერთად. მომღერალმა 60-წამიან ლოდინის რეჟიმზე უარი განაცხადა და “ცეკვავენ ვარსკვლავები” დატოვა.
მსახიობ კოკო როინიშვილის ცხოვრებაში რეჟისორობასთან ერთად კიდევ ერთი ახალი გამოწვევის ეტაპი დადგა. კოკო ტელეწამყვანი გახდა და სულ მალე მაყურებელს “მთავარი არხის” გადაცემიდან “შენი დილა” მიესალმება: “რას ნიშნავს ჩემი დილა? ყოველთვის ახლის საწყისია. ახალი შანსი. ყოველთვის მიყვარდა გათენება. წამი, როდესაც ყველაფერი იცვლება. სიბნელეში იბადება ნათელი და ხშირ შემთხვევაში სწორედ ეს მკარნახობს, რომ რაიმე ნეგატიურს აუცილებლად შეცვლის […]
ფილმი, რომელიც პირველმა არხმა არ გაუშვა, გადაცემათა ციკლის “გააგრძელე საქართველოს ისტორიას” ერთ-ერთი სერიაა. ის ჯერ კიდევ 2017 წელს 180 ათასად გადაიღო პირველმა არხმა სახელმწიფო ბიუჯეტით და ამ დრომდე ეთერში არ გაუშვია, სწორედ ამიტომ პირველი არხი ხალხის შემოწირულობებით მიიღებს ბახტრიონის აჯანყებაზე ფილმს! პ.ს. ეს კადრი გადაღებულია სოხოისტას ბრძოლის შემდეგ, ბრძოლის რომელმაც მესხეთი და საქართველო, რბილად რომ […]
მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ ტელეეკრანს უბრუნდება. მას ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ზე დილის გადაცემაში რუბრიკა “ერთი სიმღერის ამბავი” მიჰყავდა და მაყურებელს ქართველი კომპოზიტორების ცნობილი სიმღერების ისტორიებს აცნობდა. ახლა კი თამრიკო ჭოხონელიძე იგივე რუბრიკით “მთავარ არხზე” გადაცემაში “შენი დილა” გამოჩნდება, სადაც სტუმრებთან ერთად ქართული სიმღერის ულამაზეს ნიმუშებზე საინტერესო და უცნობ ისტორიებს მოგვითხრობს.