ლევან წულაძის წინასწარმეტყველება ჯამბულათ ხოფერიაზე

უკრაინაში დაღუპულმა ჯამბულათ ხოფერიამ 17 წლის  ასაკში მონაწილეობა მიიღო “ნიჭიერში” და თავისი სიძლიერით ჟიური და მაყურებელი აღაფრთოვანა.

ჟიურის წევრმა, რეჟისორმა ლევან წულაძემ გულწრფელად თქვა – 17 წლის ამას აკეთებ და 27 წლის რას იზამ, წარმომიდგენიაო. თითქოს გულმა უგრძნო, რომ მის წინაშე განსაკუთრებული ადამიანი იდგა.

სამწუხაროდ, ჯამბულათის სიცოცხლე 25 წლის ასაკში შეწყდა. ის უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებიდან იბრძოდა, ერთ-ერთი დაბომბვისას ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა, მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო და ქართველი მებრძოლი პირველ დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.