21 ოქტომბერი, 2022

გაიზიარეთ თათია კობალაძის სიხარული

tatia-kobala.jpgმომღერალმა თათია კობალაძემ დიდი ხნის ოცნება აიხდინა და საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული გახდა.

“voice of turan” – ასე ჰქვია საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსს, რომელშიც ქართველი მომღერალი  საუკეთესოდ დაასახელეს:

“როგორც იქნა!

ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! 18 წელია 18 წელი ველოდი მომენტს, როცა ჩემი სახელი გამოცხადდებოდა როგორც გამარჯვებულის! ბევრი ვიბრძოლე, ბევრიც ვიტირე, იმდგაცრუებაც ბევრი იყო, მაგრამ ყოველთვის ვგრძნობდი, რომ თუ ვიბრძოლებ, ჩემი ვარსკვლავიც გამოანათებდა.

ვტირი, აი, ვერ აღვწერ შეგრძნებას, რომელიც ისევ მხვდა წილად!”